1. ბიჯება (აბიჯებს), ნაბიჯის / ფეხის გადადგმა ან დადგმა; be careful! don't step in the mud ფრთხილად იყავი! ტალახში არ ჩააბიჯო / ფეხი არ ჩადგა; to step forward [back] წინ [უკან] ფეხის გადადგმა / გადაბიჯება; I stepped forward when my name was called out როდესაც ჩემი სახელი ამოიკითხეს, წინ გამოვედი / გადავდგი ნაბიჯი; step aside, please – this lady needs a doctor გვერდზე გადექით / გაიწიეთ, თუ შეიძლება – ამ ქალბატონს ექიმი ესაჭიროება; ouch! You stepped on my foot! ვაი! ფეხზე დამაბიჯე!
2. ნაბიჯით სვლა (მიდის, დადის) / სიარული, მოკლე მანძილის გავლა; could you step out of the car please, sir? თუ შეიძლება, მანქანიდან გადმობრძანდით, სერ; I stepped outside for a minute to get some air ერთი წუთით გარეთ გავედი ცოტაოდენი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად;
▭ to step down (from) თანამდებობიდან გადადგომა (˂გადა˃დგება), თანამდებობის დატოვება; he was forced to step down from his post იგი აიძულეს თანამდებობიდან გადამდგარიყო; to step in რაიმეში ჩართვა (˂ჩა˃ერთვება), ჩარევა; the military may step in if the crisis continues თუ კრიზისი კვლავაც გაგრძელდა, საქმეში შეიძლება სამხედროები ჩაერიონ; the team coach was forced to step in to stop the two athletes from coming to blows გუნდის მწვრთნელი იძულებული გახდა ჩარეულიყო და გაეშველებინა ორი სპორტსმენი, რათა ისინი მუშტი-კრივზე არ გადასულიყვნენ; to step up გაძლიერება (˂გა˃აძლიერებს), გაზრდა, ინტენსიფიცირება; დაჩქარება, აჩქარება; the health department is stepping up efforts to reduce teenage smoking ჯანდაცვის სამინისტრო ძალისხმევას აძლიერებს მოზარდთა შორის თამბაქოს წევის დონის შესამცირებლად; following the bomb explosion, security has been stepped up at the airport ბომბის აფეთქების შემდეგ აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს / გაამკაცრეს; he has stepped up his training to prepare for the race მან უფრო აქტიურად დაიწყო ვარჯიში რბოლისთვის მოსამზადებლად.