1. 1) განმტკიცება (˂გან˃ამტკიცებს), გამყარება, სტაბილიზება; სიმყარის / მდგრადობის / სტაბილურობის მინიჭება; she grabbed hold of the rail to steady herself თავის შესამაგრებლად მოაჯირს ჩაეჭიდა; his elbows were resting on his knees to steady the binoculars ბინოკლის ხელში მყარად დასაჭერად იდაყვები მუხლებზე ედო; he managed to steady the plane მან თვითმფრინავის სტაბილიზება მოახერხა;
2) განმტკიცება (˂გან˃მტკიცდება), გამყარება, სტაბილიზება; მყარ / მდგრად / სტაბილურ მდგომარეობაში მოსვლა; the lift rocked slightly, steadied, and the doors opened ლიფტი ოდნავ შეჯანჯღარდა, შემდეგ გაჩერდა და კარებიც გაიღო; the plane steadied, and the passengers relaxed თვითმფრინავმა რყევა შეწყვიტა და მგზავრებსაც გულზე მოეშვათ;
2. გათანაბრება (˂გა˃ათანაბრებს; გათანაბრდება); ˂და˃რეგულირება, სტაბილიზება; her heartbeat steadied მისი გულისცემა გათანაბრდა / თანაბარი გახდა; the pound steadied against the dollar დოლარის მიმართ გირვანქა სტერლინგის კურსი დასტაბილურდა;
3. დამშვიდება (˂და˃ამშვიდებს; ˂და˃მშვიდდება), დაწყნარება; he took a few deep breaths to steady his nerves საკუთარი ნერვების დასაწყნარებლად მან რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.