(
pl standbys [-z])
1. თადარიგი, რეზერვი; სათადარიგო / სარეზერვო რამ; we always keep candles as a standby in case there is a power cut ყოველთვის გამზადებული / მომარაგებული გვაქვს სანთლები იმ შემთხვევისთვის, თუ დენი გამოირთვება;
2. მზადყოფნა; მზადყოფნის მდგომარეობა; on standby მზადმყოფი, მომზადებული / გამზადებული (რისამე გასაკეთებლად); hospitals are on standby ready to deal with casualties from the crash საავადმყოფოები მზადყოფნის მდგომარეობაშია მოყვანილი ავარიის შედეგად დაშავებულთა მისაღებად; the battalion is on standby to deploy to the Gulf ბატალიონი გამზადებულია სპარსეთის ყურეში განსალაგებლად / გადასასროლად;
3. მოულოდნელად გამოთავისუფლებული ბილეთის ლოდინი (წინასწარ დაჯავშნილი ბილეთის მფლობელის გამოუცხადებლობის და მისთ. შესაძლებლობის გათვალისწინებით); he was put on standby for the flight to New York იგი ნიუ-იორკის ავიარეისზე ბილეთების შესაძლო გამოთავისუფლების მომლოდინეთა სიაში შეიყვანეს;
4. 1) = standby passenger [
იხ. standby II 2];
2) = standby ticket [იხ. standby II 2];
5. სპეც. ლოდინის რეჟიმი, პაუზის რეჟიმი (კომპიუტერისა, ტელევიზორისა და მისთ.; აგრ. standby mode).