4. 1)
სადმე ყოფნა (არის), დგომა;
ʘ განლაგებულია / მდებარეობს; the castle stands on a hill ციხესიმაგრე გორაკზე დგას / არის განლაგებული; an old oak tree once stood here ოდესღაც აქ ბებერი მუხა იდგა; near the railway station stood a hotel რკინიგზის სადგურის მახლობლად სასტუმრო იყო განლაგებული;
2) ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნა (არის); ʘ იმყოფება; the house stood empty for a long time დიდი ხნის განმავლობაში სახლი ცარიელი იყო / სახლში არავინ ცხოვრობდა; the kitchen door stood open so she went in სამზარეულოს კარი ღია იყო და ქალი შიგნით შევიდა; as things stand, there is little chance of a quick settlement of the dispute არსებულ ვითარებაში, დავის მოგვარების შანსი მცირეა; the law as it stands is very unclear თავისი ამჟამინდელი ფორმით, კანონი ძალზე გაურკვეველია / ბუნდოვანია;
5. ძალაში ყოფნა (არის); ʘ ძალაში რჩება; does your decision still stand? შენი გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია / არ შეცვლილა? my offer still stands ჩემი წინადადება / შემოთავაზება ჯერაც ძალაშია; the world record has stood for ten years ეს მსოფლიო რეკორდი ათი წელია ძალაში რჩება / არ გაუუმჯობესებიათ;
6. (at) ʘ ამა თუ იმ სიმაღლის ან სიდიდისაა; შეადგენს, უდრის (ამა თუ იმ რაოდენობას, სიდიდეს და მისთ.); the world record then stood at 6.59 metres მსოფლიო რეკორდი მაშინ 6,59 მეტრს შეადგენდა; the building stands nearly 60 metres high შენობა თითქმის 60 მეტრის სიმაღლისაა; inflation currently stands at 3 percent ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტს შეადგენს; he stood 6 feet tall იგი 6 ფუტის სიმაღლისა იყო;
7. (on) რისამე შესახებ ამა თუ იმ თვალსაზრისის, შეხედულების ან პოზიციის ქონა (აქვს); where do you stand on private education? კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე რა აზრისა ხარ? how/ where / does he stand on foreign policy issues? საგარეო პოლიტიკის საკითხებზე რა აზრისაა / რა პოზიცია უკავია?
8. (მომდევნო ინფინიტივთან ერთად) ʘ სავარაუდოა, რაიმე გააკეთოს ან განიცადოს; რაიმე მოელის ან ემუქრება; he stands to gain a fortune if the company is sold თუ კომპანია გაიყიდა, იგი დიდძალ ქონებას შეიძენს / გამდიდრდება; our firm stands to lose a lot of money if the deal is unsuccessful თუ გარიგება არ შედგა, ჩვენი ფირმა უამრავ ფულს დაკარგავს; what do firms think they stand to gain by merging? მათი აზრით, შერწყმის შედეგად ამ ფირმებს რისი მოგების პერსპექტივა აქვთ / ეს ფირმები რას მიაღწევენ? after the oil spill, thousands of fishermen stand to lose their livelihoods ნავთობის დაღვრის შედეგად ათასობით მეთევზეს შემოსავლის წყაროს დაკარგვა ემუქრება;
9. (for, as) საკუთარი კანდიდატურის წამოყენება (˂წამო˃აყენებს), არჩევნებში მონაწილეობა (ოფიციალური თანამდებობის დასაკავებლად); the president has announced she does not intend to stand for re-election პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს; he stood for parliament in 1968 იგი პარლამენტში კენჭს იყრიდა 1968 წელს; she stood unsuccessfully as a candidate in the local elections მან ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა / იყარა კენჭი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია;
10. 1) უარყოფით წინადადებებში ატანა (აიტანს), მოთმენა (რაიმე უსიამოვნოსი); I can't stand that woman – she's so rude მაგ ქალს ვერ ვიტან – ძალიან უხეშია; I couldn't stand the thought of waiting another two hours so I went home ვეღარ ავიტანე აზრი, რომ კიდევ ორი საათი უნდა მეცადა, ჰოდა სახლში წავედი; I can't stand people interrupting all the time ისეთ ხალხს ვერ ვიტან, წარამარა რომ მაწყვეტინებენ ხოლმე; she can't stand the sight of blood იგი სისხლის დანახვას ვერ იტანს / სისხლის დანახვაზე ცუდად ხდება;
2) გაძლება (˂გა˃უძლებს), გადატანა, ატანა (რთული პირობებისა, ტკივილისა და მისთ.); camels can stand extremely hot and cold temperatures აქლემები ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებს უძლებენ; his heart won't stand the strain much longer მისი გული ასეთ დატვირთვას კიდევ დიდხანს ვეღარ გაუძლებს;
11. საჭმლით ან სასმლით გამასპინძლება (˂გა˃უმასპინძლდება), ვინმესთვის საჭმლის ან სასმლის ყიდვა; I'll stand you a drink if you like თუ გინდა, ერთი ჭიქა ალკოჰოლიანი სასმლით გაგიმასპინძლდები / ერთ ჭიქა ალკჰოლიან სასმელს აგიღებ; I couldn't get to the bank, so could you stand me lunch? ბანკში ვერ მოვხვდი / ფული ვერ ავიღე და ლანჩით ხომ ვერ გამიმასპინძლდები?
▭ to stand around უსაქმოდ / ტყუილუბრალოდ სადმე დგომა (დგას); we stood around saying goodbye for a while ერთხანს ვიდექით და ერთმანეთს ვემშვიდობებოდით; we stood around in the cold for about an hour, waiting for the demo to start დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიცივეში ამაოდ ვიდექით და დემონსტრაციის დაწყებას ველოდებოდით; a lot of people were just standing around outside გარეთ უამრავი ხალხი ისე უბრალოდ იდგა და არაფერს აკეთებდა;
to stand aside განზე გადგომა (˂გა˃დგება), გვერდზე გაწევა; she stood aside to let us pass განზე გადგა / გვერდზე გაიწია, რათა ჩვენ გავეტარებინეთ; don't stand aside and let others do all the work გადატ. გვერდზე ნუ გადგები და მთელს სამუშაოს სხვებს ნუ გააკეთებინებ;
to stand back უკან გადგომა (˂გა˃დგება), უკან დაწევა / დახევა; the police ordered the crowd to stand back პოლიციამ შეკრებილ ხალხს უბრძანა, უკან დაეწიათ;
to stand by 1) ʘ რისამე პასიური მოწმეა / შემსწრეა; რაიმეში არ ერევა [შდრ. აგრ. bystander]; I'm not going to stand by and see her hurt არ ვაპირებ, უმოქმედოდ ვიყო და ვუყურო, როგორ აყენებენ მას შეურაცხყოფას;
2) რისამე გასაკეთებლად მზად ყოფნა (მზად არის); მზადყოფნის მდგომარეობაში ყოფნა [იხ. აგრ. standby I]; the troops are standing by ჯარები მზადყოფნაშია / მზადყოფნის მდგომარეობაშია მოყვანილი; police stood by to arrest any violent fans პოლიცია გამზადებული იყო იმ გულშემატკივრების დასაკავებლად, რომლებიც არეულობის მოწყობას დააპირებდნენ; cabin crew, please stand by for takeoff ბორტგამყოლები მოემზადეთ / მზად იყავით თვითმფრინავის აფრენისათვის;
3) გვერდში დგომა (უდგას, დგას), მხარის დაჭერა, დახმარება; his wife stood by him during his years in prison ციხეში გატარებული წლების დროს ცოლი მას გვერდში ედგა / მხარს უჭერდა;
4) ʘ ერთგულია (სიტყვისა, დაპირებისა, საკუთარი შეხედულებისა და მისთ.); I stand by what I said earlier რაც ადრე ვთქვი, ისევ იმ აზრისა ვარ / იმაზე უარს არ ვამბობ; he stood by his convictions იგი საკუთარი მრწამსის ერთგული რჩებოდა / საკუთარ მრწამსზე უარს არ ამბობდა;
to stand down 1) (as) თანამდებობიდან გადადგომა (˂გადა˃დგება), თანამდებობის / პოსტის დატოვება; he stood down to make way for someone younger იგი თანამდებობიდან გადადგა, რათა ასპარეზი ვინმე უფრო ახალგაზრდისათვის დაეთმო;
2) სამხ. საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობიდან გამოსვლა (გამოვა); შეწყვეტა (მზადყოფნის ან საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში ყოფნისა, განგაშისა და მისთ.) [იხ. აგრ. stand-down]; the Brigade was ordered to stand down ბრიგადას უბრძანეს, მზადყოფნის მდგომარეობიდან გამოსულიყო;
to stand for 1) ʘ რაიმეს ნიშნავს / აღნიშნავს; what does ATM stand for? რას ნიშნავს აბრევიატურა ATM?
2) მხარის დაჭერა (˂და˃უჭერს), მხარდამჭერად გამოსვლა, ქონა (შეხედულებებისა, პრინციპებისა და მისთ.); I hated the organization and all it stood for მე მძულდა ეს ორგანიზაცია და ყველაფერი / ყველა ის იდეა, რასაც კი იგი მხარს უჭერდა; this party stands for low taxes and individual freedom ეს პარტია დაბალი გადასახადებისა და პირადი თავისუფლების მომხრეა;
to stand in (for) ვისიმე (დროებით) შეცვლა (˂შეცვლის˃), შენაცვლება; my assistant will stand in for me while I'm away სანამ არ ვიქნები, ჩემი თანაშემწე შემცვლის / შეასრულებს ჩემს მოვალეობებს; would you mind standing in for me for a while? ცოტა ხნით ვერ შემცვლი?
to stand off მოშორებით / განზე დგომა (დგას), დადგომა; დისტანციაზე ყოფნა, დარჩენა; the tanks stood off in order to engage the enemy from the flank ტანკები ბრძოლაში არ ერთვებოდნენ, რათა მოწინააღმდეგისთვის ფლანგიდან შეეტიათ;
to stand out 1) ʘ გამოწეულია, გამოშვერილია; the pier of Dover, which stands out in the sea დუვრის პირსი / ნავმისადგომი, რომელიც ზღვაშია შეჭრილი;
2) ʘ გამოირჩევა, შესამჩნევია; the lettering stood out well against the dark background წარწერა მკაფიოდ გამოირჩეოდა მუქ ფონზე; she always stood out in a crowd იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მასისგან / გარშემო მყოფთაგან; his application stood out from all the rest გადატ. მისი განაცხადი ყველა დანარჩენისგან გამოირჩეოდა / ყველა დანარჩენს სჯობდა;
3) (against) რისამე წინააღმდეგ გამოსვლა (გამოვა); ʘ რაიმეს ეწინააღმდეგება / უპირისპირდება; we must stand out against bigotry უნდა ვებრძოლოთ / შევეწინააღმდეგოთ ფანატიზმს; more and more people are standing out against what is a very unpopular piece of legislation სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი გამოდის / იმაღლებს ხმას ამ არაპოპულარული საკანონმდებლო აქტის წინააღმდეგ;
to stand to სამხ. საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა (არის); საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოსვლა [იხ. აგრ. stand-to]; the battalion stood to at first light ბატალიონი განთიადისთანავე მოვიდა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში;
to stand up 1) ფეხზე დგომა (დგას) [შდრ. აგრ. 2]; there were no seats left so I had to stand up დასაჯდომი ადგილები აღარ იყო და ამიტომ ფეხზე დგომა მომიხდა; you'll look taller if you stand up straight თუ გამართული იდგები, უფრო მაღალი გამოჩნდები;
2) (for) დაცვა (˂და˃იცავს), მხარის დაჭერა; always stand up for your friends ყოველთვის დაიცავი შენი მეგობრები / მხარში დაუდექი ხოლმე შენს მეგობრებს; you must stand up for your rights საკუთარი უფლებები უნდა დაიცვა; she had learnt to stand up for herself მან უკვე იცოდა თავი / საკუთარი ინტერესები როგორ დაეცვა;
3) (to) შეწინააღმდეგება (˂შე˃ეწინააღმდეგება), წინააღმდეგობის გაწევა, გაბედულად დახვედრა; he wasn't afraid to stand up to bullies მას ხულიგნებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა არ შეშინებია; he'll respect you more if you stand up to him თუ შეეწინააღმდეგები / თავს თუ არ წაუხრი, უფრო მეტ პატივსა გცემს;
4) (to) ʘ მართალია, სწორია, მისაღებია; their argument won't stand up to detailed criticism მათი არგუმენტი კრიტიკულ განხილვას ვერ გაუძლებს; I'm afraid this document will never stand up in a court of law ვშიშობ, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში არ გამოდგება;
5) (to) გაძლება (˂გა˃უძლებს), ატანა; most of the plants stood up well to the heat მცენარეთა უმეტესმა ნაწილმა სიცხე კარგად გადაიტანა / სიცხეს კარგად გაუძლო; the carpet is designed to stand up to a lot of wear and tear ეს ხალიჩა ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომ ცვეთას / ინტენსიურ ხმარებას კარგად გაუძლოს;
6) საუბ. დათქმულ შეხვედრაზე ან პაემანზე არმისვლა (არ მივა), შეხვედრაზე მისვლის პირობის დარღვევა (განსაკ. განზრახ; უპირატ. ითქმის შეყვარებულის შესახებ); I've been stood up! ჩემი შეყვარებული პაემანზე არ მოვიდა! he's stood me up twice now უკვე ორჯერ არ მოვიდა ჩემთან დათქმულ შეხვედრაზე;
◇ to stand a chance რისამე შანსის ქონა [იხ. აგრ. chance I 4]; she stands a good chance of passing her exam if she works hard თუ გულმოდგინედ / ბეჯითად იმუშავებს, გამოცდის ჩაბარების კარგი შანსი აქვს; you'll stand a better chance of getting a job with a degree თუ სამეცნიერო ხარისხი გექნა, სამუშაოს შოვნის უკეთესი / მეტი შანსი გექნება; to stand fast ა) მტკიცედ დგომა; უკან დახევაზე, აზრის შეცვლაზე და მისთ. უარის თქმა; ბ) უპირატ. სამხ. დაუყოვნებლივ შეწყვეტა (რისამე კეთებისა); შედგომა, შეჩერება; we were ordered to stand fast ჩვენ გვიბრძანეს, დაუყოვნებლივ შევჩერებულიყავით / შეგვეწყვიტა (რასაც ვაკეთებდით); I stand corrected წიგნ. მართალია; გეთანხმებით (საკუთარი შეცდომის აღიარებისას) [იხ. აგრ. correct II 1]; უკაცრავად, შევცდი / შემეშალა; I stand corrected – the date of foundation was 1411, and not 1412 as I had written ვაღიარებ, შევცდი – დაარსების თარიღი 1411 წელი იყო და არა 1412, როგორც მე მეწერა; to stand trial ʘ ˂გა˃ასამართლებენ; სამართალშია მიცემული; he will stand trial for murder მას მკვლელობისათვის გაასამართლებენ; the accused was ordered to stand trial on a number of charges ბრალდებული სამართალში მისცეს რამდენიმე ბრალდებით; to stand accused (of smth.) ʘ ბრალდებულია; ბრალი ედება, ბრალს სდებენ (რაიმეში); you stand accused of murder, how do you plead? მკვლელობაში ხართ ბრალდებული, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? the former president stands accused of lying to the nation's parliament ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტისთვის ტყუილის თქმაში ედება ბრალი; the radio station stands accused of racism რადიოსადგურს რასიზმი ჰბრალდება / რასიზმში სდებენ ბრალს; to stand bail (for smb.) (ვინმესთვის) სათავდებო თანხის გადახდა / გირაოს შეტანა (პატიმრობიდან გირაოთი მის გასათავისუფლებლად) [იხ. აგრ. bail¹ 1)]; to stand in queue / ამერ. in line / რიგში დგომა; to stand (up)on ceremony იხ. ceremony 2; come on, don't stand on ceremony here at home კარგი რა, არ გინდა ცერემონიები / ფორმალობა, როცა შინ ხარ; to make smb.'s hair stand on end იხ. hair I ◇; make II ◇; to stand out like a sore thumb იხ. sore II ◇.