1. 1) ფეხის ბაკუნი (აბაკუნებს), ბრაგუნი; she stamped her foot in anger ქალმა ბრაზისგან ფეხი დააბაკუნა; it was so cold that I had to stamp my feet to keep warm ისე ციოდა, რომ იძულებული ვიყავი გასათბობად მიწაზე ფეხები მებაკუნებინა; the audience stamped and shouted მაყურებლები ფეხებს აბაკუნებდნენ / აბრაგუნებდნენ და ყვიროდნენ;
2) ფეხების ბაკუნით / ბრაგუნით სიარული (დადის), სვლა; she turned and stamped out of the room ქალი გატრიალდა და ფეხების ბაკუნით / ბრაგუნით გავარდა ოთახიდან; my mother stamped off down the stairs დედაჩემმა ფეხების ბრაგაბრუგით ჩაირბინა კიბეებზე;
3) (on) რაიმესთვის ფეხის ძლიერად დაბიჯება (˂და˃აბიჯებს) / დადგმა; ფეხით რისამე გათელვა / გასრესა; why did you stamp on that insect? იმ მწერს ფეხი რატომ დააბიჯე? she shrieked and started stamping on the cockroach ქალმა დაიკივლა და ტარაკანს ფეხის დარტყმა / ფეხით სრესა დაუწყო;
2. შტამპის / შტემპელის / ბეჭდის დასმა (˂და˃სვამს, ˂და˃უსვამს); დაშტემპელება; it is necessary to stamp your passport თქვენს პასპორტში შტამპის დასმაა / ჩარტყმაა აუცილებელი; stamp the date on all the letters ყველა წერილს თარიღის აღმნიშვნელი შტამპი დაუსვით; their faces were stamped with hostility ხატოვნ. მათს სახეებზე მტრული გამომეტყველება იყო აღბეჭდილი;
3. ჩვეულ. pass წერილისთვის მარკის დაკვრა (˂და˃აკრავს) / დაწებება;
▭ to stamp out რისამე მოსპობა (˂მო˃სპობს), რაიმესთვის ბოლოს მოღება; to stamp out racism რასიზმის მოსპობა; the police are trying to stamp out this kind of crime პოლიცია ცდილობს ამ ტიპის დანაშაულს ბოლო მოუღოს.