ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stake² I noun
[steɪk]
ბეჭდვა

1. 1) წილი, მონაწილეობა (კომპანიაში, საქმიანობაში და მისთ.); foreign investors now have a 20% stake in the company ამ დროისათვის უცხოელ ინვესტორებს კომპანიაში 20%-იანი წილი აქვთ / ეკუთვნით;

2) ინტერესი, დაინტერესებულობა (ამა თუ იმ საქმით, წამოწყებით და მისთ.); she has a personal stake in the success of the play იგი პირადად არის დაინტერესებული პიესის წარმატებით; employers have a stake in the training of their staff დამქირავებლები უშუალოდ არიან დაინტერესებულნი თავიანთი პერსონალის პროფესიული სწავლებით / მომზადებით;

2. ფსონი, სანაძლეოდ ჩამოსული / დადებული ფული (აზარტული თამაშებისას) [შდრ. აგრ. ]; they were playing cards for high stakes ისინი ბანქოს მაღალ ფსონებზე თამაშობდნენ; for a dollar stake, you can win up to $1,000,000 ტოტალიზატორში ერთდოლარიანი ფსონის ჩამოსვლით შეგიძლია 1 000 000 დოლარამდე თანხა მოიგო; climbing is a dangerous sport and the stakes are high გადატ. ალპინიზმი სახიფათო სპორტია და აქ ფსონები ძალიან მაღალია / ბევრი რამის დაკარგვა შეიძლება;

3. pl ფულადი პრიზი (რომელსაც დოღში გამარჯვებული იღებს);

at stake ბედის სასწორზე შეგდებული, ფსონზე დადებული, წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგვის საფრთხე რომ ემუქრება [შდრ. აგრ. 2]; we cannot afford to take risks when people's lives are at stake თავს რისკის გაწევის უფლებას ვერ მივცემთ, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება; he thought very carefully about the decision because he knew his future was at stake გადაწყვეტილების მიღებისას მან გულდასმით აწონ-დაწონა ყველაფერი, ვინაიდან იცოდა, რომ ფსონზე მისი მომავალი იდო / საქმე მის მომავალს ეხებოდა; they have to win the contract – thousands of jobs are at stake ეს კონტრაქტი აუცილებლად უნდა მოიპოვონ – ფსონზე ათასობით სამუშაო ადგილი დევს.

stake¹ II stake² II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0120