1. კვადრატული, კვადრატული ფორმის მქონე; a large square room დიდი, კვადრატული ოთახი; a square piece of wood ხის კვადრატული ნაჭერი;
2. 1) კვადრატული მოხაზულობის მქონე; მართკუთხა, მართ კუთხეს რომ ქმნის (ითქმის რისამე მოხაზულობის ან სილუეტის შესახებ); the book had rounded, not square, corners წიგნს სწორი / მართი კუთხეები კი არ ჰქონდა, არამედ მომრგვალებული; square brackets კვადრატული ფრჩხილები (ტექსტში); a square face კვადრატული სახე; square shoulders კვადრატული მოხაზულობის / სწორი მხრები; he had a firm, square jaw მას მტკიცე ხასიათის გამომხატველი, კვადრატული ყბა ჰქონდა;
2) მასიური, ძლიერი, ფართო (ითქმის ადამიანის სხეულის, მისი ნაწილის და მისთ. შესახებ); a man of square build მკვრივი აგებულების / ჩასკვნილი ადამიანი; he was short and square იგი ტანდაბალი და ჩასკვნილი იყო;
3. 1) მათ. კვადრატული, კვადრატში აყვანილი (ითქმის რიცხვის შესახებ; აბრევ. sq); an area of 36 square metres 36 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია; the floor is 3 metres wide by 5 metres long so its total area is 15 sq metres იატაკის სიგანე 3 მეტრია, სიგრძე კი 5 მეტრი, ამდენად მისი საერთო ფართობი 15 კვადრატულ მეტრს შეადგენს;
2) ამა თუ იმ სიგრძისა და სიგანის მქონე; ამა თუ იმ სიგრძის გვერდის მქონე (ითქმის კვადრატული ფორმის საგნების შესახებ); so you want carpet for a room that's eight metres square მაშ თქვენ გჭირდებათ ხალიჩა რვა მეტრის სიგრძისა და რვა მეტრის სიგანის ოთახისთვის; the picture is twenty centimetres square სურათის თითო გვერდის სიგრძე ოცი სანტიმეტრია;
4. 1) პერპენდიკულარული; სხვა სიბრტყესთან
ან ხაზთან მართ კუთხეს რომ ქმნის; these lines must be square to the top and bottom marked edges ეს ხაზები ზედა და ქვედა მონიშნულ კიდეებთან მართ კუთხეს უნდა ქმნიდეს;
2) რისამე პარალელური; I don't think the shelf is square with the floor არა მგონია, ეს თარო იატაკის პარალელურად ეკიდოს;
5. 1) საუბ. ფული რომ არ მართებს; ბარიბარში მყოფი; here's the £10 I owe you – now we're (all) square აი, ის 10 გირვანქა სტერლინგი, შენი რომ მმართებს – ახლა ბარიბარში ვართ / გავსწორდით;
2) (with) ერთნაირი ქულების მქონე (ითქმის მოთამაშეების შესახებ); საყაიმო (ითქმის თამაშის, მისი ანგარიშის შესახებ); the teams were all square at half-time პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გუნდებს შორის თანაბარი / საყაიმო იყო; they're all square at thirty points each ოცდაათ-ოცდაათი ქულა აქვთ თითოეულს; the goal brought the match all square once again ამ გოლმა მატჩის ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა;
3) რაიმესთან შეთანხმებული, შეთავსებადი; რაიმეს რომ შეესაბამება / შეესატყვისება; that isn't quite square with what you said yesterday ეს მთლად არ შეესაბამება / ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება იმას, რაც თქვენ გუშინ თქვით; he wanted to make sure we were square with the court's decision and not subject to a lawsuit მას სურდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად შეგვესრულებინა, რათა ჩვენ წინააღმდეგ სარჩელი არ აღეძრათ;
6. პატიოსანი, სამართლიანი; square deal პატიოსანი / სამართლიანი მოპყრობა; I'm not getting a square deal here მე აქ სამართლიანად არ მეპყრობიან; are you being square with me? ჩემთან პატიოსნად / სამართლიანად იქცევით?
7. საუბ. კიცხვ. მოსაწყენი, ძველმოდური; კონსერვატიული შეხედულებების, ჩვევების და მისთ. მქონე (ითქმის ადამიანის შესახებ);
◇ square meal ყუათიანი / უხვი საჭმელი (საუზმე, სადილი და მისთ.); children should have three square meals a day ბავშვებმა დღეში სამჯერ მაძღრისად უნდა ჭამონ; if you're only eating a chocolate bar for lunch, you need a good square meal in the evening ლანჩზე / მეორე საუზმეზე მარტო ერთ ფილა შოკოლადს თუ ჭამ, საღამოს კარგად უნდა ივახშმო; the Square Mile საუბ. სიტი (ლონდონის საქმიანი ცენტრი); a square peg in a round hole საუბ. ა) მოცემული ადგილისთვის, სიტუაციისთვის და მისთ. შეუსაბამო ან შეუფერებელი რამ; ბ) ამა თუ იმ გარემოსთვის, სიტუაციისთვის, თანამდებობისთვის და მისთ. შეუსაბამო / უცხო ადამიანი.