1. 1) ღვრა (ღვრის), გადმოღვრა, სხმა; სითხის ნაკადის / ჭავლის გამოშვება; her nose was spurting blood ცხვირიდან სისხლი სდიოდა; მისი ცხვირი სისხლს ასხამდა; the kettle boiled and spurted scalding water ჩაიდანი დუღდა და ქაფქაფა წყალს აქეთ-იქით ასხამდა;
2) ღვრა (იღვრება), გადმოღვრა; ნაკადად / ღვარად ˂წამო˃სვლა, დენა; blood was spurting from her nose მისი ცხვირიდან სისხლი ასხამდა / ღვარად დიოდა;
3) ამოტყორცნა (˂ამო˃ტყორცნის; ˂ამო˃იტყორცნება), ამოფრქვევა; the volcano spurted clouds of steam and ash high into the air ვულკანი ორთქლისა და ფერფლის ღრუბლებს მაღლა ცაში აფრქვევდა; red and yellow flames spurted out of the fire ცეცხლიდან წითელი და ყვითელი ალები ამოვარდა;
2. 1) წინ გაჭრა (˂გა˃იჭრება), სისწრაფის მკვეთრად მომატება, სპურტის გაკეთება; she spurted ahead in the final lap ბოლო წრეზე იგი სპურტით წინ გაიჭრა; the other car spurted to the top of the ramp მეორე ავტომანქანამ აღმართზე სიჩქარეს მოუმატა და ავტომაგისტრალზე ავიდა;
2) უპირატ. ამერ. უეცრად გაძლიერება (˂გა˃ძლიერდება), გაზრდა, მომატება; shares of the jewellery-store chain spurted $6 საიუველირო მაღაზიების ქსლის აქციებმა 6 დოლარით მოიმატა.