(split)
1. (up) დაყოფა (˂და˃ყოფს; ˂და˃იყოფა); დაშლა; let's split into two groups მოდით, ორ ჯგუფად გავიყოთ; let's split up now and meet again at lunchtime მოდით, ახლა დავიშალოთ და ლანჩის დროს / ნაშუადღევს ისევ შევიკრიბოთ; a group of extremists split from the Labour Party to form a new "Workers' Communist Party" ლეიბორისტულ პარტიას ექსტრემისტთა ჯგუფი გამოეყო და ახალი "მშრომელთა კომუნისტური პარტია" შექმნა; the band split (up) two years ago ანსამბლი ორი წლის წინ დაიშალა; the day was split up into 6 one-hour sessions დღე 6 თითოსაათიან სესიად დაყვეს;
2. (up) დაცილება (˂და˃აცილებს; ˂და˃სცილდება), დაშორება; ურთიერთობათა გაწყვეტა / გაწყვეტინება; my parents split up last year ჩემი მშობლები შარშან დასცილდნენ ერთმანეთს; my friend is doing her best to split us up ჩემი მეგობარი ცდილობს ერთმანეთს დაგვაშოროს; she's split up with her boyfriend მან თავის ბოიფრენდთან ურთიერთობა გაწყვიტა;
3. 1) უთანხმოების ან განხეთქილების გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); this issue could split the Conservative Party ამ საკითხმა კონსერვატიულ პარტიაში უთანხმოება / განხეთქილება შეიძლება გამოიწვიოს;
2) უთანხმოების ან განხეთქილების ქონა (აქვს, აქვთ); ʘ უთანხმოება მოუვიდა(თ); the committee split over government subsidies კომიტეტის წევრები სახელმწიფო სუბსიდიების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ;
4. (between, with) გაყოფა (
˂გა
˃ყოფს), განაწილება; we split the cost of the meal between the six of us საჭმლის / სადილის ხარჯი ექვსმა კაცმა გავინაწილეთ ჩვენ შორის; she split the money she won with her brother მის მიერ მოგებული ფული მან თავის ძმას გაუნაწილა;
5. 1) გაპობა (˂გა˃აპობს), გახლეჩა, გახეთქა; გაგლეჯა, გახევა, გაჭრა; don't tell me you've split another pair of pants! არ მითხრა, რომ კიდევ ერთი შარვალი გაიგლიჯე / გაიხიე! split the aubergines in half and cover with breadcrumbs ბადრიჯნები ორად გაჭერი და დაფქული ორცხობილა მოაყარე; was it a good day for mankind when scientists discovered how to split the atom? ვითომ ის დღე, როდესაც მეცნიერებმა ატომის გახლეჩა ისწავლეს, კაცობრიობისთვის სასიკეთო დღე იყო? how did you split your lip? ტუჩი როგორ გაიხეთქე? she split her head open on the cupboard door კარადის კარს თავი აარტყა და თავი გაიტეხა;
2) გაპობა (˂გა˃იპობა), გახლეჩა, გასკდომა; გაგლეჯა, გახევა, გაჭრა; his trousers split when he tried to jump the fence როდესაც ღობეზე გადახტომას ცდილობდა, შარვალი გაეგლიჯა / გაერღვა; the cushion split open and sent feathers everywhere ბალიში გადასკდა / გაიხა და ბუმბულები სულ გარეთ გადმოიყარა; the wooden floor had cracked and split in the heat სიცხისგან ხის იატაკი დაბზარულიყო და დამსკდარიყო; the board had split in two ფიცარი ორად გაპობილიყო / გამტყდარიყო;
6. (on) საუბ. დაბეზღება (˂და˃აბეზღებს), დასმენა; don't worry – he won't split on us ნუ გეშინია, არ დაგვასმენს;
◇ to split the difference ა) სხვადასხვა მხარის მიერ დასახელებული ორი ფასიდან საშუალო ფასზე შეთანხმება (ფასზე მოლაპარაკებისას); ბ) კომპრომისზე / ურთიერთდათმობებზე წასვლა [იხ. აგრ. difference I ◇]; to split hairs / a hair, straws / უპირატ. კიცხვ. მეტისმეტად დაწვრილმანება; წვრილმან ან უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება (განსაკ. დავისას, კამათისას); to split one's sides (laughing / with laughter /) რაიმეზე ბევრის / გულიანად სიცილი; ≅ სიცილისგან გვერდები ეტკინა; to split an infinitive გრამ. ინფინიტივის გახლეჩა (to ნაწილაკსა და ზმნის ინფინიტივს შორის ზმნისართის ჩასმა; მაგ. შესიტყვებაში to strongly deny a rumour) [იხ. აგრ. infinitive I]; smb.'s head splits საუბ. თავი ძლიერ სტკივა; ტკივილისაგან თავი უსკდება [შდრ. აგრ. headache 1].