ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

splash II verb
[splæʃ]
ბეჭდვა

1. 1) შეშხეფება (˂შე˃აშხეფებს), შესხმა (წყლისა, ტალახისა და მისთ.); the children were splashing each other with water ბავშვები ერთმანეთს წყალს აშხეფებდნენ; he splashed cold water on his face მან სახეზე ცივი წყალი შეისხა; be careful not to splash paint onto the floor ფრთხილად იყავი, საღებავი იატაკზე არ დააშხეფო; my clothes were splashed with mud ტანსაცმელი ტალახის შხეფებით მქონდა დასვრილი; ტანსაცმელზე ტალახი მქონდა შეშხეფებული;

2) შეშხეფება (˂შე˃ეშხეფება), მისხმა, დასხმა (ითქმის წყლის, ტალახის და მისთ. შესახებ); unfortunately some paint splashed onto the rug სამწუხაროდ, ცოტაოდენი საღებავი ნოხს დაეშხეფა / დაესხა;

2. დგაფუნი (დგაფუნებს), თქაფუნი; შხაპუნი, შხაპუნით რაიმეზე დაცემა; the ocean splashed against the pier ოკეანის ტალღები დგაფუნით ეხლებოდა პირსს / ნავმისადგომს; the kids were splashing (about) in the swimming pool ბავშვები საცურაო აუზში დგაფუნებდნენ / ჭყუმპალაობდნენ; rain splashed against the windows წვიმა შხაპუნით ესხმებოდა ფანჯრებს;

to splash across საუბ. გაზეთში და სხვ. გამოსაჩენ ადგილზე დაბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს), განთავსება (სტატიისა, ფოტოგრაფიისა და მისთ.); several newspapers splashed colour pictures of the Prince across their front pages რამდენიმე გაზეთმა პირველ გვერდზე დაბეჭდა პრინცის ფერადი (ფოტო)სურათები;

to splash out (on) საუბ. (რაიმეში) ბევრი ფულის დახარჯვა (˂და˃ხარჯავს), ფულის გადაყრა, გაფლანგვა; they splashed out £2000 on their wedding თავის ქორწილში 2000 გირვანქა სტერლინგი დახარჯეს;

to splash down წყლის ზედაპირზე დაშვება (˂და˃ეშვება), დაჯდომა (ითქმის კოსმოსური საფრენი აპარატის შესახებ) [შდრ. აგრ. splashdown];

to splash over = to splash across.

splash I splashdown

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0477