(
spun, span;
spun)
1. (round) 1) სწრაფად ტრიალი (ატრიალებს;), ბრუნება; to spin a top ბზრიალას დატრიალება; to spin a wheel ʘ ბორბალს / თვალს ატრიალებს; to spin a ball ბურთის დატრიალება (განსაკ. კრიკეტში); to spin a coin მაგიდაზე და მისთ. მონეტის დაბზრიალება (რისამე გადასაწყვეტად) [შდრ. აგრ. toss II 2];
2) სწრაფად ტრიალი (ტრიალებს, ტრიალდება), ბრუნვა; she spun round when she heard someone call her name იგი სწრაფად შემოტრიალდა, როდესაც გაიგონა, რომ ვიღაცამ დაუძახა; the Earth spins on its axis დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს; the roulette players silently watched the wheel spin around / round / რულეტის მოთამაშენი უხმოდ უცქერდნენ, როგორ ტრიალებდა ბორბალი / დისკო; the plane's propellers were spinning თვითმფრინავის პროპელერები სწრაფად ტრიალებდა / ბრუნავდა; my head is spinning თავბრუ მეხვევა;
2. 1) ˂და˃რთვა (˂და˃ართავს), გრეხით ძაფად ქცევა (მატყლისა, ბამბისა, აბრეშუმისა და მისთ.); ძაფის დაგრეხა (მატყლისგან, ბამბისგან, აბრეშუმისგან და მისთ.); she sat by the window spinning იგი ფანჯარასთან იჯდა და მატყლს ართავდა; spinning silk into thread აბრეშუმისგან ძაფის დაგრეხა; to spin a tale / a story / ხატოვნ. ამბის შეთხზვა / გამოგონება; გამოგონილი ამბის მოყოლა;
2) აბლაბუდის, პარკის მოქსოვა (˂მო˃ქსოვს); ძაფის გამოშვება (ითქმის ობობას, აბრეშუმის ჭიის და მისთ. შესახებ); a spider spinning a web ობობა, რომელიც აბლაბუდას / ქსელს ქსოვს;
3. სარეცხის გაწურვა (˂გა˃წურავს), ნაწილობრივ გაშრობა (სარეცხის გასაწური მანქანით / ცენტრიფუგით);
4. საუბ. სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს);
ʘ მიქრის; we were spinning along, when suddenly one of our tyres burst მთელი სიჩქარით მივქროდით, როდესაც ერთ-ერთი საბურავი გაგვისკდა;
5. განსაკ. პოლიტ. პოზიტიური ინტერპრეტაციის მიცემა (მისცემს), პოზიტიურად ინტერპრეტირება (მოვლენისა, რთული სიტუაციისა, ვისიმე შეცდომისა და ა.შ.); supporters attempted to spin the bill's defeat to their advantage მხარდამჭერები კანონპროექტის ჩავარდნის თავისთვის სასიკეთოდ ინტერპრეტირებას შეეცადნენ;
▭ to spin out 1) რისამე გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს), გახანგრძლივება, გაჭიანურება; I'm paid by the hour, so I spin the work out as long as I can ხელფასს საათობრივად მიხდიან, ჰოდა მეც სამუშაოს რაც შემიძლია ვაჭიანურებ;
2) გამოზოგვა (˂გამო˃იზოგავს), ეკონომიურად ხარჯვა (ფულისა, სურსათისა და სხვ.); I've only got £10 left, so we'll have to spin it out over the whole week 10 გირვანქა სტერლინგიღა დამრჩა, ასე რომ ეს თანხა მთელი კვირა უნდა ვიმყოფინოთ;
3) ამერ. მოცურება (˂მო˃ცურდება), მართვის დაკარგვა, დატრიალება (ითქმის ავტომანქანის შესახებ);
◇ to spin out of control კონტროლიდან გამოსვლა; სწრაფად და უმართავად გაუარესება; the country's economy seemed to be spinning out of control ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმართავი ხდებოდა.