1. ზუსტი, დეტალური; ზუსტად განსაზღვრული, კონკრეტული; I gave you specific instructions მე შენ ზუსტი / დეტალური მითითებები მოგეცი "I'd like your help tomorrow." "Can you be more specific?" "ხვალ შენი დახმარება დამჭირდება" – – "უფრო ზუსტად / კონკრეტულად ვერ მეტყვი, რა შეიძლება დაგჭირდეს?" when ordering goods be specific როდესაც რაიმეს უკვეთთ, ზუსტად ჩამოაყალიბეთ / დააკონკრეტეთ, რა გსურთ;
2. კერძო, კონკრეტული, არაზოგადი; everyone has been given a specific job to do ყველას თავისი / კონკრეტული საქმე აქვს დავალებული; games suitable for specific age-groups კონკრეტული / ცალკეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის შესაფერისი თამაშები; a specific example of alcohol's effect on the body ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედების კერძო / კონკრეტული მაგალითი;
3. (to) წიგნ. დამახასიათებელი, სპეციფიკური (კონკრეტული ადგილისთვის, საგნისთვის და მისთ.); a belief that is specific to this part of Africa რწმენა / წარმოდგენა, რომელიც აფრიკის ამ რეგიონისთვის არის დამახასიათებელი;
4. ბიოლ. სახეობრივი,
ბიოლოგიურ სახეობასთან დაკავშირებული; specific differences სახეობრივი განსხვავებები;
5. (-specific) რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: რაიმესთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური; age-specific ამა თუ იმ ასაკისთვის დამახასიათებელი; gender-specific ერთ-ერთი სქესისთვის დამახასიათებელი; მხოლოდ ქალებისთვის ან მხოლოდ მამაკაცებისთვის დამახასიათებელი; host-specific ბიოლ. მასპინძლის მიხედვით სპეციფიკური.