1. predic რისამე გამო შეწუხებული / დამწუხრებული; გულნატკენი, ნაწყენი (მომხდარის გამო); I'm sorry that your husband lost his job ვწუხვარ, შენმა ქმარმა სამუშაო რომ დაკარგა; I am sorry that we have to leave so soon ვწუხვარ, ასე მალე რომ გვიხდება აქედან წასვლა; I was sorry to hear that you've been ill შევწუხდი / მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ავად ყოფილხართ; "would you like to come to dinner on Friday?" "I'm sorry, I'm busy that evening" "პარასკევს სადილად ხომ არ გვეწვეოდით?" – "ვწუხვარ, მაგრამ / სამწუხაროდ მაგ საღამოს არა მცალია"; I'm sorry, I don't agree with you. I think we should accept the offer ვწუხვარ, მაგრამ / სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ, შემოთავაზებული წინადადება უნდა მივიღოთ; I'm sorry to tell you that … გულისტკივილით უნდა გითხრათ, რომ / სამწუხაროდ …; I'm sorry, but all the flights to Athens are fully booked ვწუხვარ, მაგრამ ათენის მიმართულებით მიმავალ ყველა ავიარეისზე ბილეთები გაყიდულია;
2. predic (for, about) რისამე გამო რომ წუხს, რაიმეს რომ ნანობს; საკუთარი საქციელის რომ რცხვენია (უპირატ. იხმ. მობოდიშებისას); I'm awfully sorry for spilling that coffee ძალიან ვწუხვარ, ყავა რომ დამეღვარა; I'm sorry I've kept you all waiting ვწუხვარ / ბოდიში, ყველანი რომ გალოდინეთ; I'm really sorry. I didn't mean to hurt your feelings დიდი ბოდიში / უკაცრავად, თქვენი წყენინება არ მინდოდა; if you say you're sorry we'll forgive you გაპატიებთ, თუ ბოდიშს მოიხდი / იტყვი, რომ შენს საქციელს ნანობ; he says he's really sorry for taking the car without asking იგი ამბობს, ძალიან მრცხვენია, მანქანა უნებართვოდ რომ წავიყვანეო; I'm sorry to disturb you so late in the evening, but I wonder if you can help me ვწუხვარ / ბოდიში, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ მინდა გკითხოთ, ხომ ვერ დამეხმარებით; I'm sorry – you were saying? უკაცრავად, რა თქვით?
3. predic (for) ვისიმე მიმართ სიბრალულით აღსავსე, ვინმე რომ ებრალება / ეცოდება; to feel / to be / sorry for smb. ʘ ვინმე ებრალება / ეცოდება; I felt sorry for the poor boys working for him მეცოდებოდნენ მასთან მომუშავე საბრალო ბიჭები; I feel very sorry for the families of the victims ძალზე მეცოდებიან / მებრალებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები; I was sorry for her. She seemed so lonely მე იგი მებრალებოდა. იგი ხომ ძალზე ეული ჩანდა; to feel sorry for oneself კიცხვ. ʘ საკუთარი თავი ებრალება / ეცოდება; საკუთარი მდგომარეობით, ცხოვრებით და მისთ. უკმაყოფილოა; stop feeling sorry for yourself and think about other people for a change გეყოფა საკუთარი თავის სიბრალული და ცოტა სხვებზეც იფიქრე; he sounded very sorry for himself on the telephone ტელეფონით საუბრისას ხმაზე ეტყობოდა, რომ თავი ძალიან ებრალებოდა;
4. სამწუხარო, სავალალო; the business is in a sorry state ეს საწარმო სავალალო მდგომარეობაშია; they were a sorry sight when they eventually got off the boat როდესაც ბოლოს და ბოლოს ნავიდან გადმოვიდნენ, ისინი სამწუხარო სურათს წარმოადგენდნენ / საცოდავი სანახავები იყვნენ;
5. უბადრუკი, უსუსური, უვარგისი; a sorry excuse უსუსური თავის მართლება / თავის გასამართლებელი მიზეზი; I am a sorry physician, and do but aggravate a disorder which I am seeking to cure უვარგისი ექიმი ვარ და მხოლოდ ვამძიმებ ავადმყოფობას, რომლის განკურნვასაც ვცდილობ.