1. 1) მტკივანი; ნატკენი; გადაყვლეფილი; ანთებული, ანთებიანი (ითქმის კანის, სხეულის ნაწილის და მისთ. შესახებ); to have a sore throat ʘ ყელი სტკივა; her eyes were red and sore თვალები გასწითლებოდა და სტკიოდა; his feet were sore after the walk სიარულის / სეირნობის შემდეგ ფეხები სტკიოდა; my stomach is still sore after the operation ოპერაციის შემდეგ მუცელი ჯერ კიდევ მტკივა;
2) ტკივილს რომ განიცდის, რაიმე რომ სტკივა (ითქმის ავადმყოფი, დაჭრილი და მისთ. ადამიანის შესახებ); he was exceedingly sore and faint with the bruises he had received მიღებული დაჟეჟილობების შედეგად იგი ძლიერ ტკივილსა და სისუსტეს გრძნობდა; he was sore from the long ride ხანგრძლივი მგზავრობისაგან მთელი სხეული სტკიოდა;
2. (at) უპირატ. ამერ. საუბ. გაღიზიანებული, განერვიულებული; გაბრაზებული; I didn't even know they were sore at us არც კი ვიცოდი, რომ ჩვენზე გაბრაზებული იყვნენ;
3. ძლიერი, სერიოზული; მძიმე, სასტიკი; he was now in sore want of money ახლა მას ძლიერ ესაჭიროებოდა ფული; we're in sore need of him ჩვენ იგი ძლიერ / სასწრაფოდ გვჭირდება;
◇ a sore point / spot, subject / მტკივნეული საკითხი; money is a bit of a sore point with him at the moment მოცემული მომენტისთვის ფული მისთვის, ცოტა არ იყოს, მტკივნეული საკითხია; it's a sore point with her parents that the children have not been baptized yet მისი მშობლებისთვის მტკივნეული საკითხია, რომ ბავშვები ჯერ მონათლულნი არ არიან; to stand / to stick / out like a sore thumb საუბ. ʘ თვალში საცემია; გარშემო მყოფი ხალხისგან, საგნებისგან, პეიზაჟისგან და მისთ. მკვეთრად / უსიამოვნოდ გამოირჩევა; you stick out like a sore thumb in that uniform ეგ უნიფორმა რომ გაცვია, ხალხისგან ძლიერ გამოირჩევი / ყველა შენ გიყურებს; a big new office block would stand out like a sore thumb in the old part of town მაღალი ახალი საოფისე შენობა ქალაქის ძველ ნაწილში უშნოდ იქნება აყუდებული / ქალაქის ძველი ნაწილისთვის შეუფერებელი იქნება; like a bear with a sore head საუბ. ცუდ ხასიათზე, უგუნებოდ; ბრაზიანად, გაბრაზებით; ≅ დაჭრილი დათვივით [იხ. აგრ. bear¹ I ◇].