ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sophisticated adjective
[səʹfɪstɪkeɪtɪd]
ბეჭდვა

1. 1) დახვეწილი, კულტურული, საზოგადოებაში გამოსული; Mark is a smart and sophisticated young man მარკი საზრიანი და დახვეწილი / კულტურული ახალგაზრდა კაცია; a sophisticated, witty American დახვეწილი, მახვილგონიერი ამერიკელი; a young man with sophisticated tastes დახვეწილი გემოვნების მქონე ახალგაზრდა კაცი;

2) დახვეწილი / გემოვნებიანი ხალხისთვის განკუთვნილი; მოდური, ფეშენებელური; a sophisticated restaurant მოდური / ფეშენებელური რესტორანი; a sophisticated novel ინტელექტუალური / გემოვნებიანი მკითხველისთვის განკუთვნილი რომანი;

2. რთული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური; დახვეწილი, სრულყოფილი (ითქმის მოწყობილობის, სისტემის და მისთ. შესახებ); highly sophisticated computer systems ძალზე რთული / უახლესი / მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სისტემები; sophisticated electronic devices რთული / მაღალტექნოლოგიური ელექტრონული მოწყობილობები; medical techniques are becoming more sophisticated all the time სამედიცინო მეთოდები გამუდმებით რთულდება / იხვეწება; sophisticated weapon(s) systems შეიარაღების უახლესი / სრულყოფილი / მაღალტექნოლოგიური სისტემები; her knitting technique is more sophisticated than mine მას ქსოვის უფრო დახვეწილი ტექნიკა აქვს, ვიდრე მე;

3. გამოცდილი, გათვითცნობიერებული, გონებრივად განვითარებული; a sophisticated columnist გამოცდილი / გაწაფული ჟურნალისტი / საგაზეთო მიმომხილველი; a sophisticated audience გათვითცნობიერებული აუდიტორია; British voters have become much more sophisticated ბრიტანელი ამომრჩევლები გაცილებით უფრო გამოცდილები / გათვითცნობიერებულები გახდნენ; I think a more sophisticated approach is needed to solve this problem ვფიქრობ, ამ პრობლემის გადასაჭრელად უფრო მახვილგონივრული / ჭკვიანური მიდგომაა საჭირო.

sophisticate sophistication

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0457