ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

soon adverb
[su:n]
ბეჭდვა

1. მალე, ცოტა ხანში (რისამე შემდეგ); it will soon be dark მალე დაბნელდება; I soon forgot about our conversation ჩვენი ეს საუბარი მალე დამავიწყდა; he left soon after me იგი ჩემი წასვლის შემდეგ მალევე / ცოტა ხანში წავიდა; we should arrive at your house soon after twelve თქვენს სახლში 12 საათზე ოდნავ გვიან ვიქნებით; I soon realized the mistake მალე მივხვდი ჩემს შეცდომას; see you soon! საუბ. დროებით! შეხვედრამდე!

2. ადრე; სწრაფად, მალე; don't leave so soon. Stay for tea ასე მალე ნუ წახვალთ. დარჩით ჩაიზე; how soon can you get here? ყველაზე ადრე რამდენ ხანში შეგიძლია აქ მოსვლა? it's still too soon to say whether the operation was a success ჯერ ძალზე ნაადრევია იმაზე საუბარი, წარმატებით ჩაიარა თუ არა ოპერაციამ; we'll deliver the goods as soon as we can საქონელს რაც შეგვიძლია სწრაფად / მალე მოგიტანთ ადგილზე; I should finish within a few years, perhaps sooner წესით, რამდენიმე წელიწადში უნდა მოვრჩე, შეიძლება უფრო ადრეც; as soon as როგორც კი; phone me as soon as you hear some news დამირეკე, როგორც კი რაიმე ახალს შეიტყობ; as soon as possible რაც შეიძლება სწრაფად / მალე; they arrived home sooner than expected შინ იმაზე უფრო ადრე მივიდნენ / ჩავიდნენ, ვიდრე მოელოდნენ; the sooner we set off, the sooner we will arrive რაც უფრო მალე გავუდგებით გზას, მით უფრო მალე ჩავალთ ადგილზე; the holidays were over all too soon არდადეგები ძალიან მალე დამთავრდა / გავიდა;

3. ხალისით, მზადყოფნით; he, she etc. would sooner do smth. (than smth. else) მას და მისთ. ურჩევნია გააკეთოს ესა თუ ის (ვიდრე რაიმე სხვა); I'd sooner spend a bit more money than take chances with safety მირჩევნია ოდნავ მეტი ფული დავხარჯო, ვიდრე საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეში ჩავაგდო; I'd sooner die than marry you! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე შენ გამოგყვე ცოლად! უმალ მოვკვდები, ვიდრე შენ ცოლად გამოგყვები! smb. would (just) as soon ურჩევნია; ვისიმე აზრით, უმჯობესი იქნება; I'd just as soon you didn't drive the car while I'm gone მე თუ მკითხავ, აჯობებს სანამ წასული ვიქნები, მანქანა არ ატარო; "would you like to go out for dinner?" "I'd just as soon stay inI'm not feeling very well" "ხომ არ გინდა, სადმე სასადილოდ გავიდეთ?" – "მირჩევნია შინ დავრჩე, რაღაც თავს კარგად ვერა ვგრძნობ";

no sooner said than done დაუყოვნებლივ, მაშინვე; თქმა და გაკეთება ერთი იყო; no soonerthan როგორც კი … (მაშინვე); დაუყოვნებლივ, იმწუთასვე; no sooner had I shut the door than I realized I'd left my keys inside როგორც კი კარი გამოვიხურე / კარი გამოვიხურე თუ არა, მაშინვე გამახსენდა, რომ ჩემი გასაღებები შიგნით დამრჩენოდა; no sooner had she said it than she burst into tears ამის თქმა იყო და ცრემლები წასკდა; no sooner had he sat down than the phone rang დაჯდომა ძლივს მოასწრო და ტელეფონმაც დარეკა; the sooner the better ძალიან მალე; რაც შეიძლება მალე; რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი; "when shall I tell him?" "The sooner the better" "როდის ვუთხრა?" – "რაც უფრო მალე ეტყვი, მით უკეთესი იქნება"; the sooner we get this job finished the better რაც უფრო მალე მოვრჩებით ამ საქმეს, მით უკეთესი; let's get out of here! The sooner the better! აქაურობას გავეცალოთ! რაც მალე ვიზამთ ამას, უკეთესი იქნება! sooner or later ადრე თუ გვიან; sooner or later you will have to make a decision ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს; his wife's bound to find out sooner or later ადრე თუ გვიან მისი ცოლი ამას აუცილებლად მიხვდება / გაიგებს; sooner rather than later საკმაოდ მალე; მალე, და არა დიდი ხნის შემდეგ; we urged them to sort out the problem sooner rather than later დაბეჯითებით ვურჩიეთ, პრობლემის მოგვარება არ გადაედოთ / პრობლემა რაც შეიძლება მალე მოეგვარებინათ; not a moment too soon / none too soon / სწორედ დროზე; ცოტაც და გვიან იქნებოდა [იხ. აგრ. none¹ III 1]; "the doctor's here!" "And not a moment too soon!" "ექიმი მოვიდა!" – "სწორედ დროზე მოსულა!"

son of a bitch soot

© ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0469