ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

something I indefinite pronoun
[ʹsʌmθɪŋ]
ბეჭდვა

1. რაღაც; there's something in my eye თვალში რაღაც მაქვს ჩავარდნილი; wait a minute, I've forgotten something მოიცადე ერთი წუთი, რაღაც დამავიწყდა; I knew something terrible had happened ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი მომხდარიყო; there's something about this place that frightens me არის ამ ადგილში რაღაც ისეთი, რაც მაშინებს; I think there's something wrong with the phone ვფიქრობ, ტელეფონს რაღაც სჭირს / რაღაც აქვს გაფუჭებული;

2. რაიმე, რამე; say something თქვი რამე; we stopped for something to eat გავჩერდით, რათა რამე გვეჭამა; is there something you'd like to say? რამის / რისამე თქმა ხომ არ გინდა? don't just stand there, do something ეგრე ნუ დგახარ, ქენი რამე; would you like something else to drink? კიდევ რამეს ხომ არ დალევ? [შდრ. აგრ. ]; I should take something to read on the plane რამე უნდა წავიღო თვითმფრინავზე საკითხავად;

there is something in რაიმე ყურადღების / განხილვის ღირსია, დაფიქრებად ღირს; there is something in what your mother says დედაშენის ნათქვამი დაფიქრებად ღირს; დედაშენი რაღაცაში მართალია; people think I'm stupid because I think there's something in this alien business სულელად მთვლიან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაც არის ყურადღების ღირსი მთელ ამ საუბრებში / მითქმა-მოთქმაში უცხოპლანეტელთა შესახებ; twenty-something, thirty-something, forty-something, etc საუბ. დაახლოებით ოცსა და ოცდაათს, ოცდაათსა და ორმოცს, ორმოცსა და ორმოცდაათს და ა.შ. შორის; I'd guess she's thirty-something ვფიქრობ, იგი ოცდაათზე ცოტა მეტი / ოცდაათსა და ორმოცს შორის ასაკისა იქნება; a new comedy series is aimed at thirty-somethings ახალი კომედიური სერიალი ოცდაათი-ორმოცი წლის ასაკის მაყურებლებისთვის არის გამიზნული; or something საუბ. რაღაც ამდაგვარი, რაღაც ასეთი; "what's his job?" "I think he's a plumber, or something" "რა პროფესიისაა?" – "მგონი სანტექნიკოსია, თუ რაღაც ამდაგვარი"; you look like you just climbed a mountain or something ისე გამოიყურები, გეგონება ეს-ეს არის მთაზე ალპინისტური ასვლა მოგეხდინოს, თუ რაღაც ამდაგვარი; her name was Judith, or Julie, or something მას ჯუდითი თუ ჯული თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა; something like ა) რაღაც რისამე მსგავსი; a loganberry is something like a raspberry ლოგანის კენკრა რაღაც ჟოლოს მსგავსია / ჟოლოს ჰგავს; ბ) დაახლოებით; there were something like fifty applications დაახლოებით ორმოცდაათი განაცხადი იყო შეტანილი; to have something to do with ʘ რაიმესთან არის დაკავშირებული, რაღაც კავშირი აქვს რაიმესთან; რაიმე შეეხება; this programme's something to do with the environment ამ პროგრამას გარემოს დაცვასთან აქვს რაღაც კავშირი; ეს პროგრამა გარემოს დაცვის საკითხებს შეეხება; something else საუბ. განსაკუთრებული / საუცხოო ვინმე ან რამე [შდრ. აგრ. 2]; I've seen some fine players, but she's something else კარგი მოთამაშეები ბევრი მინახავს, მაგრამ ეს გოგონა სულ სხვაა / რაღაც განსაკუთრებულია; the reaction from the crowd was something else ხალხის / აუდიტორიის რეაქცია რაღაც განსაკუთრებული რამ / გასაოცარი იყო; you really are something else! შენ ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული ხარ / სულ სხვა ხარ! really / quite / something საუბ. რაიმე შთამბეჭდავი ან ღირსშესანიშნავი; running your own company at 21 is really something 21 წლის ასაკში საკუთარი კომპანიის ქონა უბრალო რამე როდია; that was really something, wasn't it? მაგარი რამე იყო, არა? something of გარკვეულწილად, რამდენადმე; ცოტაოდენ, ოდნავ; Sir Roger, amidst all his good qualities, is something of a humorist სერ როჯერი, ყველა თავის დადებით თვისებასთან ერთად, ცოტა არ იყოს ოხუნჯიც გახლავთ; he was something of an expert at the game იგი ამ თამაშში რაღაც ექსპერტის მსგავსი იყო / საკმაოდ კარგად ერკვეოდა; he always was something of a moaner საერთოდ, წუწუნი უყვარს ხოლმე; the news came as something of a surprise ეს ახალი ამბავი გარკვეულწილად / რამდენადმე მოულოდნელი იყო.

somersault II something II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0173