1. მყარი (თხევადისგან ან გაზისებრისგან განსხვავებით); solid state მყარი მდგომარეობა (ნივთიერებისა) [შდრ. აგრ. solid-state]; it was so cold that the pond had frozen solid ისე ციოდა, რომ გუბურა მთლიანად გაყინულიყო; the planet Jupiter may have no solid surface at all პლანეტა იუპიტერს მყარი ზედაპირი შეიძლება საერთოდ არა ჰქონდეს; is the baby eating solid food yet? ბავშვი მყარ საკვებზე ხომ არ გადაგიყვანიათ? the ship's sonar can detect the presence of solid objects in the water გემის ჰიდროლოკატორს წყალში არსებული მყარი საგნების აღმოჩენა შეუძლია; the boiler uses solid fuel ბოილერი მყარ სათბობზე / საწვავზე მუშაობს;
2. 1) მთლიანი, ერთიანი, კომპაქტური; არაღრუ, სიცარიელეების / ღრუების არმქონე; a solid mass of rock კლდის მთლიანი / ერთიანი მასა; a solid rubber ball მთლიანი რეზინის ბურთი; the stores are packed solid at this time of year ხატოვნ. საუბ. წელიწადის ამ დროს მაღაზიები ხალხითაა ხოლმე გატენილი;
2) მთლიანი, უწყვეტი (ითქმის ხაზის, რისამე ნაკადის და მისთ. შესახებ); a solid line of traffic ტრანსპორტის უწყვეტი ნაკადი; a solid compound ლინგვ. რთული სიტყვა, რომელიც ერთად / დეფისის გარეშე იწერება;
3) ერთგვაროვანი; a white rose on a solid blue background თეთრი ვარდი ერთგვაროვან ლურჯ ფონზე; one cat is black and white, the other solid black ერთი კატა შავ-თეთრია, მეორე კი ერთიანად შავი / ერთგვაროვანი შავი შეფერილობისა;
3. მაგარი, მყარი, მტკიცე; გამძლე, კარგად ნაკეთები; these chains seem fairly solid ეს ჯაჭვები საკმაოდ მაგარი ჩანს; a solid door with good, secure locks მაგარი / გამძლე კარი კარგი, საიმედო საკეტებით; solid furniture მტკიცე / გამძლე ავეჯი; a solid little car გამძლე / კარგად ნაკეთები პატარა ავტომობილი; they built up a solid friendship over the years ხატოვნ. წლების განმავლობაში მათ შორის მტკიცე მეგობრობა დამყარდა; solid ground ხმელეთი, მყარი ნიადაგი (აგრ. გადატ.); it was good to be back on solid ground again სასიამოვნო იყო კვლავ ხმელეთზე / მყარ ნიადაგზე აღმოჩენა; to make sure that he was on solid ground, he confirmed his findings with others ხატოვნ. იმისთვის, რათა ფეხქვეშ მყარი ნიადაგი ეგრძნო / გულდაჯერებულად ყოფილიყო, მან თავისი კვლევის შედეგები დამატებითი მონაცემებით განამტკიცა;
4. საი
მედო, სანდო; მყარი, მტკიცე; a solid reputation სანდო / მყარი / მტკიცე რეპუტაცია; this provided a solid foundation for their marriage ეს მტკიცე საფუძველს წარმოადგენდა მათი ქორწინებისთვის; solid reasons საფუძვლიანი მიზეზები; you can rely on him for good solid advice ი
მედი შეიძლება გქონდეს, რომ მისგან კარგ და საი
მედო რჩევას მიიღებ; the prosecution in this case has no solid evidence ამ საქ
მეში ბრალდებას არანაირი მყარი მტკიცებულება არ გააჩნია; the defence is solid დაცვა საი
მედოა / მტკიცეა;
5. სუფთა, წმინდა, უმინარევო; მთლიანად ერთი მასალისგან ნაკეთები ან დამზადებული; a solid gold bracelet [chain] სუფთა / ხალასი ოქროსგან დამზადებული სამაჯური [ძეწკვი]; solid silver candlesticks სუფთა / ხალასი ვერცხლისგან დამზადებული სასანთლეები;
6. ერთსულოვანი; to be solid ʘ ერთსულოვანნი არიან; სრულად ეთანხმებიან ერთმანეთს; the workers are 100% solid on this issue ამ საკითხთან დაკავშირებით მუშებს შორის 100%-იანი / სრული ერთსულოვნებაა; the strike was solid, supported by all the members გაფიცვა ერთსულოვანი იყო და მას ყველა წევრი უჭერდა მხარს; she had the solid support of the party იგი პარტიის ერთსულოვანი მხარდაჭერით სარგებლობდა;
7. 1) გადაუღებელი, უწყვეტი (ითქმის წვიმის შესახებ); a solid rain [shower] გადაუღებელი / უწყვეტი წვიმა [თქეში / თავსხმა];
2) გადაუღებლად წვიმიანი (ითქმის დღის, ამინდის შესახებ); a good solid English wet day მადლიანი წვიმიანი და ნესტიანი ინგლისური დღე;
8. საუბ. მთელი, განუწყვეტელი; პაუზების გარეშე მიმდინარე (ითქმის დროის მონაკვეთის, პროცესის და მისთ. შესახებ); the lecture lasted two solid hours ლექცია მთელ ორ საათს გაგრძელდა; I slept for eleven solid hours მთელი თერთმეტი საათი ისე მეძინა, რომ ერთხელაც არ გამიღვიძია; the essay represents a solid week's work ეს ნარკვევი მთელი ერთი კვირის მუშაობის შედეგს წარმოადგენს; five hours, two weeks, etc solid უწყვეტად მთელი ხუთი საათის, ორი კვირის და ა.შ. განმავლობაში; it rained for two hours solid this afternoon დღეს ნაშუადღევს მთელი ორი საათი წვიმდა [შდრ. აგრ. 7 1)]; I was so tired that I slept for twelve hours solid ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მთელი თორმეტი საათი გამოუღვიძებლად მეძინა;
9. საუბ. რთული, ძნელი; I couldn't do any of the maths last night – it was solid გუშინ საღამოს მათემატიკის დავალებები ვერ გავაკეთე – ძალიან ძნელი იყო;
10. იშვ. 1) სოლიდური, დინჯი, სერიოზული;
2) გონიერი, საღად მოაზროვნე; პრაქტიკული;
3) პატიოსანი, სანდო;
11. სპეც. სამგანზომილებიანი, სივრცითი; a cube [sphere] is a solid figure კუბი [სფერო] სამგანზომილებიანი ფიგურაა; a solid figure with six plane faces სამგანზომილებიანი ფიგურა ექვსი ბრტყელი ზედაპირით / წახნაგით; solid geometry სტერეომეტრია.