1. რბილი; soft margarine რბილი მარგარინი; a soft bed [seat] რბილი ლოგინი [სავარძელი]; the grass was soft and springy ბალახი რბილი და დრეკადი / ელასტიკური იყო; cook the onions until they go soft ცეცხლზე გედგათ / ხარშეთ ხახვი, სანამ არ დარბილდება; soft rocks such as limestone რბილი ქანები, როგორც მაგალითად კირქვა; the ground is very soft after all that rain ამდენი წვიმების შემდეგ მიწა ძალზე რბილია;
2. ნაზი, რბილი; არაუხეში; soft skin [hair] ნაზი / რბილი კანი [თმა]; the fur was soft to the touch ხელის შეხებისას ბეწვი ნაზი / რბილი იყო; a soft towel რბილი პირსახოცი;
3. 1) ჩუმი; ხმადაბალი, არახმამაღალი; ნაზი, მოსასმენად საამური, მელოდიური (ითქმის ბგერის, ხმის, მუსიკის შესახებ); she spoke in a soft whisper იგი ხმადაბალი ჩურჩულით ლაპარაკობდა; soft music ხმადაბალი / საამო მოსასმენი მუსიკა;
2) წყნარი, მშვიდი; არაბრაზიანი (ითქმის ვისიმე ხმის, სიტყვების შესახებ);
4. რბილი, ნაზი,
თვალისთვის საამური; მქრქალი, არამკვეთრი, არაკაშკაშა (
ითქმის შუქის, განათების, ფერის და მისთ. შესახებ); the room was decorated in soft pinks and greens ოთახი რბილი / არამკვეთრი ვარდისფერი და მწვანე ტონებით იყო დეკორირებული; the soft glow of candlelight სანთლის შუქის სუსტი / არამკვეთრი ნათება; soft lighting რბილი / არამკვეთრი განათება; soft lilac paint სადა / არამკვეთრი იასამნისფერი საღებავი;
5. 1) სუსტი, მსუბუქი, არაძლიერი; ნაზი (ითქმის ქარის, წვიმის და მისთ. შესახებ); a soft breeze rustled the trees ნაზი სიო ხეებს აშრიალებდა; soft rain ჟუჟუნა / არაძლიერი წვიმა;
2) რბილი, ზომიერი; კარგი; არამკაცრი (ითქმის ამინდის, ჰავის და მისთ. შესახებ);
6. 1) კეთილი, გულისხმიერი, თანამგრძნობი; Julia's soft heart was touched by his grief კაცის მწუხარებამ ჯულიას კეთილ გულზე ძლიერ იმოქმედა;
2) (on, with) მეტისმეტად ლმობიერი, შემწყნარებელი, არამკაცრი; შემწყნარებლური; no politician wants to seem soft on crime არც ერთი პოლიტიკოსი არ ისურვებს დამნაშავეობის მიმართ მეტისმეტად ლმობიერი / შემწყნარებელი გამოჩნდეს; a good manager can't afford to be too soft კარგი მენეჯერი მეტისმეტად ლმობიერი ვერ იქნება; the kids are naughty because she's too soft on them ბავშვები ურჩები იმიტომ არიან, რომ იგი მათ მიმართ საჭირო სიმკაცრეს არ იჩენს; courts have been taking a soft line with young offenders სასამართლოები ახალგაზრდა სამართალდამრღვევთა მიმართ მეტისმეტ ლმობიერებას იჩენენ;
3) საუბ. გაუბედავი, ლაჩარი, სულიერად სუსტი; don't be soft – just jump! გაუბედავი / მშიშარა ნუ ხარ – უბრალოდ ადექი და გადახტი! stay in a hotel? Don't be so soft. I want to camp out under the stars სასტუმროში გავჩერდეთო? ნუ ხარ ასეთი სუსტი. ღია ცის ქვეშ ბანაკში მინდა ღამის გათევა;
7. საუბ. ფიზიკურად სუსტი, დაუძლურებული; he'd got soft after all those years in a desk job ამდენი წლის კაბინეტური მუშაობის შემდეგ იგი ფიზიკურად დასუსტებულიყო / დაუძლურებულიყო;
8. 1) უალკოჰოლო, ალკოჰოლს რომ არ შეიცავს (ითქმის სასმლის შესახებ) [იხ. აგრ. soft drink];
2) მსუბუქი, ვითომდა ნაკლებად სახიფათო, მიჩვევას რომ არ იწვევს (ითქმის ნარკოტიკის შესახებ);
9. საუბ. სულელი; გიჟი, შერეკილი; he must be going soft in the head ეტყობა, გიჟდება / ჭკუაზე ვერ არის; you must be soft if you think I'll give you fifty quid! სულელი ხარ თუ ფიქრობ, რომ ორმოცდაათ გირვანქა სტერლინგს მოგცემ!
◇ to have a soft spot for smb., smth. საუბ. ʘ ვინმე, რაიმე მოსწონს / უყვარს; she's always had a soft spot for you მას შენ ყოველთვის მოსწონდი.