ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

social adjective
[ʹsəʊʃl]
ბეჭდვა

1. 1) საზოგადოებრივი, საზოგადოებასთან ან მისი მოწყობის / ორგანიზაციის წესთან დაკავშირებული; სოციალური; social issues [problems, reforms] სოციალური / საზოგადოებრივი საკითხები [პრობლემები, რეფორმები]; a call for social and economic change სოციალური / საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცვლილებ˂ებ˃ის მოთხოვნა;

2) საზოგადოებრივი, საზოგადოებაში ვისიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული; სოციალური; social class [background] სოციალური / საზოგადოებრივი კლასი [წარმომავლობა]; social advancement საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივ იერარქიაში უფრო მაღალი ადგილის დაკავება; her mother is a lady of the highest social standing დედამისი ძალზე მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ქალბატონია; the social status of her family მისი ოჯახის სოციალური სტატუსი;

2. საზოგადოებრივი, საერო, სოციალური; ხალხთან ურთიერთობასთან ან გართობა-დასვენებასთან დაკავშირებული; a busy social life აქტიური საერო / სოციალური ცხოვრება (ნაცნობ-მეგობრებთან ხშირი შეხვედრები, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა და მისთ.); social club სოციალური კლუბი (კლუბი, სადაც ხალხი ერთმანეთთან საურთიერთოდ და გასართობად იკრიბება); a social event საზოგადოებრივი / სოციალური ღონისძიება (არაოფიციალური შეხვედრა, მეგობრების თავყრილობა, კულტურულ-გასართობი პროგრამა და მისთ.); a club with lots of social events კლუბი, სადაც უამრავი საზოგადოებრივი ღონისძიება იმართება ხოლმე; team sports help to develop a child's social skills სპორტის გუნდური სახეობები ბავშვის ხალხთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს; he lacked social graces მას საერო ღირსებანი / საზოგადოებაში მართებული ქცევის ჩვევები აკლდა;

3. საზოგადოებაში ყოფნის / ხალხთან ურთიერთობის მოყვარული; მეგობრულად განწყობილი; მეგობრული;

sociable social climber

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0115