1. (up) სიმთვრალისგან გამოფხიზლება (˂გამო˃აფხიზლებს; ˂გამო˃ფხიზლდება); I need a cup of black coffee to sober me up ერთი ჭიქა შავი / ურძეო ყავა მჭირდება, რომ გამომაფხიზლოს; there's no point talking to him until he's sobered up სანამ არ გამოფხიზლებულა, მასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს;
2. გადატ. გამოფხიზლება (˂გამო˃აფხიზლებს; ˂გამო˃ფხიზლდება), დასერიოზულება; გონზე / საღ აზრზე მოსვლა ან ვისიმე მოყვანა; the bad news sobered us for a while ცუდმა ამბავმა ცოტა ხნით გამოგვაფხიზლა / საღ აზრზე მოგვიყვანა; he suddenly sobered იგი უეცრად დასერიოზულდა / საღ აზრზე მოვიდა.