საუბ. კიცხვ.
1. ოთახის, ადგილის და მისთ. ფარულად დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს) / შესწავლა (რისამე საპოვნელად, რაიმე საიდუმლოს გამოსამჟღავნებლად და მისთ.); ვინმესთვის, რაიმესთვის თვალთვალი, ჯაშუშობა; I caught him snooping around in my office მაშინ წავუსწარი, როდესაც ჩემს ოფისს ფარულად ათვალიერებდა / ჩემს ოფისში რაღაცას დაეძებდა; we'd better tell him that the police have been snooping about აჯობებს ვუთხრათ, რომ აქ პოლიცია იყო / დაძრწოდა და რაღაცას დაეძებდა; Clara's husband is snooping on her because he thinks she is seeing another man კლარას ქმარი მას უთვალთვალებს / მასზე ჯაშუშობს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქალი ვიღაც სხვა კაცს ხვდება;
2. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა (˂ჩა˃ყოფს), სხვისი საქმეებით ან პირადი ცხოვრებით დაინტერესება; I don't mean to snoop, but is there something wrong? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ხომ არაფერი მომხდარა?