ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sneak II verb
[sni:k]
ბეჭდვა
(sneaked [-t], საუბ., მერ. აგრ. snuck)

1. მალულად / პარვით სვლა (მიდის) ან სიარული / გადაადგილება; ʘ მიიპარება; I sneaked up the stairs კიბეებზე ავიპარე; I sneaked into his bedroom while he was asleep სანამ მას ეძინა, მის საძინებელ ოთახში შევიპარე; instead of working, he sneaked out to play football მუშაობის ნაცვლად, იგი ფეხბურთის სათამაშოდ გაიპარა; she snuck out of the house once her parents were asleep როგორც კი მშობლებმა დაიძინეს, იგი სახლიდან გამოიპარა;

2. 1) ფარულად ან უნებართვოდ რისამე გაკეთება (˂გა˃აკეთებს); we sneaked a look at her diary უჩუმრად გოგონას დღიურში ჩავიჭვრიტეთ; she sneaked a glance at her watch მან მალულად საათზე დაიხედა; he sneaked a look at her მან გოგონასკენ თვალი გააპარა;

2) ვისიმე, რისამე ფარულად ან უნებართვოდ სადმე წაყვანა (წაიყვანს) / წაღება, შეყვანა / შეტანა, საიდანმე გამოყვანა / გამოტანა; სადმე შეპარება, საიდანმე გამოპარება და ა.შ.; he wanted to sneak her into his room მას უნდოდა ქალი თავის ოთახში შეეპარებინა / ფარულად შეეყვანა; we tried to sneak the dog into the hotel შევეცადეთ ძაღლი სასტუმროში შეგვეპარებინა; someone sneaked a camera inside ვიღაცამ ფარულად კამერა შემოიტანა; I managed to sneak him a note მოვახერხე მისთვის უჩუმრად ბარათი გადამეცა;

3. საუბ. მოპარვა (˂მო˃იპარავს), აწაპნა (რაიმე უმნიშვნელოსი); I sneaked a cake when they were out of the room როდესაც ისინი ოთახიდან გასულები იყვნენ, ნამცხვარი ავწაპნე / ჩუმად ავიღე; we used to sneak cigarettes from Dad მამას სიგარეტებს ვპარავდით ხოლმე;

sneak I sneaker

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0152