ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

snap III verb
[snæp]
ბეჭდვა

1. 1) გატეხა (˂გა˃ტეხს), გადატეხა; გაწყვეტა (განსაკ. უეცრად, ტკაცუნით, ხმაურით); the wind had snapped the tree in two ქარს ხე ორად გადაეტეხა; he snapped a twig off a bush მან ბუჩქს წვრილი ტოტი მოატეხა; you'll snap that ruler if you bend it too far თუ ზედმეტად მოღუნავ, მაგ სახაზავს გატეხ; some vandal's gone and snapped off my car aerial again ვიღაც ვანდალი / ხულიგანი ამდგარა და ჩემი მანქანისთვის ისევ ანტენა მოუტეხია; I snapped my shoelace when I was tying it როდესაც ფეხსაცმელს ვიკრავდი, ზონარი გავწყვიტე;

2) გატყდომა (˂გა˃ტყდება), გადატყდომა; გაწყდომა (განსაკ. უეცრად, ტკაცუნით, ხმაურით); the twigs snapped as we walked on them სიარულისას ჩვენ ფეხქვეშ წვრილი ტოტები ტკაცუნით იმტვრეოდა; the branch she was standing on must have snapped off ეტყობა ტოტი, რომელზეც იგი იდგა, მოტყდა; suddenly, the rope snapped უეცრად თოკი გაწყდა;

2. ტკაცუნი (ტკაცუნობს; ატკაცუნებს); banners snapping in the breeze ქარში მოტკაცუნე ალმები; to snap one's fingers თითების ტკაცუნი / დატკაცუნება (ვისიმე ყურადღების მისაპყრობად და სხვ.) [შდრ. აგრ. ];

3. 1) სწრაფად და/ან უეცარი ხმაურით (რისამე) გაღება (˂გა˃აღებს), დახურვა, დაგდება და მისთ.; ამა თუ იმ მდგომარეობაში (რისამე) მოყვანა, საითკენმე (რისამე) გადანაცვლება (განსაკ. სწრაფად და/ან უეცარი ხმაურით); she snapped her book shut and got up to leave მან წიგნი უცბად / ხმაურით დახურა და წასასვლელად წამოდგა; she snapped the bag shut მან ჩანთა სწრაფად / ხმაურით დაკეტა;

2) სწრაფად და/ან უეცარი ხმაურით გაღება (˂გა˃იღება), დახურვა, დავარდნა და მისთ.; ამა თუ იმ მდგომარეობაში მოსვლა, საითკენმე გადანაცვლება (განსაკ. სწრაფად და/ან უეცარი ხმაურით); the suitcase snapped open and everything fell out ჩემოდანი უეცრად გაიღო და იქიდან ყველაფერი გარეთ გადმოცვივდა; the lid snapped shut თავსახური ტკაცუნით დაიხურა; her mouth snapped shut when she realized he'd heard everything she'd said about him როდესაც ქალი მიხვდა, რომ კაცმა ყველაფერი გაიგონა, რაც მან მის შესახებ თქვა, მისი პირი უეცრად მოიკუმა; his eyes snapped open მისი თვალები უეცრად გაიღო; მან უეცრად თვალები გაახილა; he snapped to attention and saluted იგი "სმენაზე" გაიჭიმა და მხედრული სალამი მისცა; after substantial losses last year, the company has snapped back to profitability გასულ წელს განცდილი მნიშვნელოვანი ზარალის შემდეგ კომპანია კვლავ მომგებიანი გახდა / კომპანიამ კვლავ მოგების მოტანა დაიწყო;

snap II snap fastener

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0174