1. ძალზე მოკლე ან პატარა, სხეულს ძლივს რომ ფარავს (ითქმის ტანსაცმლის შესახებ); a skimpy dress ძალზე მოკლე / მოხდილი კაბა;
2. კიცხვ. მწირი, მეტისმეტად მცირე, არასაკმარისი; a skimpy allowance [meal] მწირი ფულადი დახმარება / შემწეობა [საჭმელი (საუზმე, სადილი ან ვახშამი)]; the information in the user's manual for the microwave is skimpy and not particularly helpful მიკროტალღოვანი ელექტროღუმლის გამოყენების ინსტრუქციაში მოყვანილი ინფორმაცია მწირია და მაინცდამაინც გამოსადეგიც ვერ არის; my knowledge of music is extremely skimpy მუსიკის დარგში ჩემი ცოდნა უაღრესად მწირია.