ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

skim II verb
[skɪm]
ბეჭდვა

1. (off, from) მოხდა (˂მო˃ხდის), მოცლა (სითხის თავზე მომდგარი ქაფისა, ნაღებისა და მისთ.); to skim the cream off the milk რძისთვის ნაღების მოხდა; skim the jam and let it cool მურაბას ქაფი მოხადე და გააცივე; as the scum rises, skim it off როდესაც თავზე ქაფი მოადგება, მოხადე / მოაცალე;

2. რისამე ზედაპირზე ან რისამე თავზე სწრაფად / მსუბუქად მოძრაობა (მოძრაობს; ამოძრავებს) / სრიალი, გადაადგილება; we stood on the bridge, watching swallows skimming the water ხიდზე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ დაქროდნენ მერცხლები წყლის ზედაპირის თავზე; the ball skimmed across the grass and stopped against the wall ბურთი სწრაფად გაგორდა ბალახზე, კედელს მოხვდა და გაჩერდა; the speedboat took off, skimming the waves კატარღა ადგილს მოსწყდა და სწრაფად გასრიალდა წყლის ზედაპირზე / ტალღებზე; this report has barely skimmed the surface of the subject ხატოვნ. ეს ანგარიში / მოხსენება ოდნავ თუ შეეხო საკითხის არსს; the plane flew very low, skimming the tops of the buildings თვითმფრინავი ძალიან დაბლა ფრენდა და ლამის შენობების სახურავებს ედებოდა; we watched a child skimming stones across the lake ვუყურებდით ბავშვს, რომელიც ტბის ზედაპირზე ქვებს ახტუნავებდა;

3. (through, over) სწრაფად გადაკითხვა (გადაიკითხავს), რაიმესთვის თვალის გადავლება; he skimmed through the article trying to find his name მან სტატიას სწრაფად გადაავლო თვალი, რათა თავისი გვარი ეპოვა; I usually just skim through the newspaper in the morning ჩვეულებრივ, დილაობით გაზეთს უბრალოდ თვალს გადავავლებ ხოლმე;

skim I ski mask

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0087