1. დახელოვნებული, მომზადებული, კვალიფიცირებული, კვალიფიციური; სათანადო ოსტატობის / უნარის მქონე; გამოცდილი (ითქმის ადამიანის შესახებ); a skilled engineer კვალიფიციური / გამოცდილი ინჟინერი; skilled craftsmen, such as carpenters, are in great demand დიდი მოთხოვნაა ისეთ დახელოვნებულ / კვალიფიციურ მუშაკებზე, როგორიც დურგლები არიან; the company is fortunate to have such highly skilled workers ამ კომპანიას ნამდვილად ბედმა გაუღიმა, ასეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები რომ ჰყავს; she's very skilled at dealing with the public იგი დიდად დახელოვნებულია საზოგადოებასთან ურთიერთობაში; a shortage of skilled labour სათანადო მომზადების მქონე / კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა;
2. კვალიფიციური, სპეციალურ კვალიფიკაციას, მომზადებას ან ცოდნას რომ მოითხოვს (ითქმის შრომის, სამუშაო ადგილის და მისთ. შესახებ); a highly skilled job სამსახური / სამუშაო ადგილი, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას / სპეციალურ მომზადებას მოითხოვს; bricklaying is very skilled work კალატოზობა ძალზე კვალიფიციური სამუშაოა / ძალზე დიდ მომზადებასა და ცოდნას მოითხოვს [შდრ. აგრ. unskilled].