1. შესაწვავად შამფურზე და სხვ. წამოცმა (˂წამო˃აცვამს) / აგება (ხორცისა და სხვ.); they skewered bits of meat on branches and held them in the flames მათ ხორცის ნაჭრები ტოტებზე წამოაცვეს და ცეცხლში შედეს;
2. განგმირვა (განგმირავს), გახვრეტა; წვეტიანი საგნით გაჩხვლეტა; he skewered his victim through the neck მან თავის მსხვერპლს ყელი განუგმირა (დანით, დაშნით და მისთ.); would you skewer the chicken to see if it's cooked? თუ შეიძლება, ქათამი რითიმე ჩაჩხვლიტე და ნახე, მზად არის თუ არა;
3. მკაცრად გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს); დაცინვა; the satirical comic strip gleefully skewers many of society's sacred cows სატირული კომიქსი ხალისით აკრიტიკებს საზოგადოების არაერთ "წმინდა ძროხას" / ხელშეუხებლად მიჩნეულ ავტორიტეტს.