1. ერთი, ერთადერთი; ცალკე, ცალი; he sent her a single red rose მან ქალს ერთი წითელი ვარდი გაუგზავნა; all these jobs can now be done by one single machine ახლა ყველა ეს სამუშაო შეიძლება მარტო ერთმა მანქანამ შეასრულოს; a single tree gave shade from the sun ერთადერთი / ცალკე მდგომი ხე მზეს გვიჩრდილებდა; upon the hill stood a single tower გორაკზე ერთადერთი კოშკი იდგა; a single-sex school ერთი სქესის მოსწავლეთათვის / მხოლოდ ბიჭებისთვის ან მხოლოდ გოგონებისთვის განკუთვნილი სკოლა; I couldn't understand a single word she said! მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე! the European single currency, the euro ერთიანი ევროპული ვალუტა, ევრო;
2. გამაძლ. ერთ-ერთი; თითო, თითოეული; ცალკეული, ცალკე აღებული (რამდენიმედან, მრავალთაგან ); you answered every single question correctly. Well done! შენ თითოეულ / ყველა კითხვას სწორად უპასუხე. ყოჩაღ! we eat rice every single day ყოველ ცისმარე დღეს ბრინჯსა ვჭამთ; don't write down every single word I say ჩემ მიერ ნათქვამ თითოეულ / ყოველ სიტყვას ნუ ჩაიწერ;
3. დაუქორწინებელი, დაუოჯახებელი, მარტოხელა; უცოლო; გაუთხოვარი; a single man დაუქორწინებელი / დაუოჯახებელი / უცოლო მამაკაცი; a single woman დაუქორწინებელი / დაუოჯახებელი / გაუთხოვარი ქალი; are you still single? ჯერ კიდევ არ დაქორწინებულხარ / არ დაოჯახებულხარ? the apartments are ideal for single people living alone ეს ბინები იდეალურია მარტო მცხოვრები დაუოჯახებელი ხალხისათვის;
4. ერთადგილიანი; ერთკაციანი; ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი; a single bed ერთადგილიანი / ერთკაციანი საწოლი; ერთსაწოლი; a single room ერთადგილიანი / ერთკაციანი ნო
მერი / ოთახი (
სასტუმროში და მისთ.); I'd like to book a single room, please ერთადგილიანი ნომრის შეკვეთა მინდა, თუ შეიძლება;
5. ერთი მიმართულებით მგზავრობის უფლებას რომ იძლევა, ცალმხრივი (ითქმის ბილეთის შესახებ); a single ticket ბილეთი ერთი მიმართულებით; ცალმხრივი ბილეთი; how much is the single fare to Glasgow? რამდენია გლაზგომდე ერთი მიმართულებით მგზავრობის საფასური? რა ღირს გლაზგომდე ერთი მიმართულებით მგზავრობა?