1. (ხშ. ever since) მას შემდეგ; the town was destroyed by an earthquake ten years ago and has since been rebuilt ქალაქი ათი წლის წინ მიწისძვრამ დაანგრია და მას შემდეგ იგი აღადგინეს / ხელახლა ააშენეს; he left yesterday and I haven't seen him since იგი გუშინ წავიდა და მას შემდეგ არ / აღარ მინახავს; she's never been heard of since მას შემდეგ მის შესახებ არავის აღარაფერი სმენია; he went to Italy in 1990 and has lived there ever since 1990 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მას შემდეგ სულ იქ ცხოვრობს;
2. ამა თუ იმ დროის / ხნის წინ; he did it many years since ეს მან მრავალი წლის წინ გააკეთა; the original building has long since been demolished თავდაპირველი შენობა დიდი ხნის წინ დაანგრიეს; not long since ცოტა ხნის წინ; არცთუ დიდი ხნის წინ.