1. მარტივი, ადვილი, იოლი; ადვილად გასაგები; a simple task [method] მარტივი / იოლი საქმე [მეთოდი]; the answer is really quite simple პასუხი მართლაც რომ ძალზე მარტივია; this machine is very simple to use ეს მანქანა ძალზე ადვილი გამოსაყენებელია [შდრ. აგრ. 2]; a simple solution მარტივი გადაწყვეტა / გადაწყვეტის გზა (პრობლემისა, საკითხისა და მისთ.); this dictionary is written in simple English ეს ლექსიკონი მარტივი / ადვილად გასაგები ინგლისური ენითაა დაწერილი;
2. სადა, უბრალო; a simple black dress სადა / უბრალო შავი კაბა; the food is simple but perfectly cooked საჭმელი უბრალოა, მაგრამ მშვენივრად არის მომზადებული / გაკეთებული; the house is furnished in a simple country style სახლი სადა სოფლურ სტილშია ავეჯით გაწყობილი;
3. მარტივი, არართული; simple forms of life, for example amoebas მარტივი ცოცხალი ორგანიზმები, მაგალითად ამებები; a simple machine მარტივი / ცოტა დეტალებისგან შემდგარი მექანიზმი [შდრ. აგრ. 1]; a simple sentence გრამ. მარტივი წინადადება;
4. უბრალო, ჩვეულებრივი; უპრეტენზიო (
ითქმის ადამიანის, მისი ცხოვრების სტილის შესახებ); he was just a simple farmer იგი უბრალო / ჩვეულებრივი ფერ
მერი იყო; I'm a simple country girl
მე უბრალო სოფლელი გოგონა ვარ; a simple Buddhist monk უბრალო ბუდისტი ბერი; a simple life in the country უბრალო ცხოვრება სოფლად;
5. გულუბრყვილო, მიამიტი; გონებასუსტი, გონებაშეზღუდული, მოსულელო; he's not mad – just a little simple იგი გიჟი არ არის, უბრალოდ ცოტა გონებასუსტია; I'm afraid he's a bit simple ვშიშობ, რომ იგი ოდნავ გონებასუსტია / გონებაშეზღუდულია;
6. გამაძლ. უბრალო, სწორედ / ზუსტად ის, ერთადერთი; the simple fact is, he's not very good at his job უბრალო ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავის საქმეს / სამუშაოს თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევს; nobody wanted to believe the simple truth არავის სურდა ამ უბრალო ჭეშმარიტების დაჯერება; I had to do it for the simple reason that I couldn't trust anyone else მე ამის გაკეთება იმ უბრალო მიზეზის გამო მომიხდა, რომ სხვას ვერავის ვენდობოდი.