1. ჩუმი, ხმას რომ არ გამოსცემს; უხმო, უხმაურო (ითქმის უსულო საგნის, ადგილის და მისთ. შესახებ); at last the traffic fell silent როგორც იქნა, ტრანსპორტის მოძრაობის / ნაკადის ხმაური მიჩუმდა; the streets were silent and deserted ქუჩები ჩუმი / უხმაურო და უკაცური იყო; the house was empty and silent სახლში სიცარიელესა და სიჩუმეს დაესადგურებინა; the guns were silent ქვემეხების ხმა არ ისმოდა; ქვემეხები გაჩუმებული იყო;
2. მდუმარე, ხმას რომ არ იღებს, ჩუმად მყოფი (ითქმის ადამიანის შესახებ); they were ordered to remain silent მათ უბრძანეს, ჩუმად ყოფილიყვნენ / ხმა არ ამოეღოთ; the policeman told her she had the right to remain silent პოლიციელმა უთხრა ქალს, რომ მას დუმილის უფლება ჰქონდა; they huddled together in silent groups ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ შეგროვილნი და ხმას არ იღებდნენ; the report was silent on the subject ამ საკითხზე ანგარიში დუმდა / ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი; a silent film / movie / უხმო / "მუნჯი" კინო;
3. მდუმარე, უსიტყვო, სიტყვიერად / ბგერებით არგამოთქმული; a silent prayer [protest] მდუმარე / უსიტყვო ლოცვა [პროტესტი];