1. 1) რისამე გვერდი, გვერდითი მხარე; the side of the car was damaged მანქანის გვერდი დაზიანებული იყო; on the side of the box ყუთის გვერდზე; the sides of a house სახლის გვერდითი კედლები;
2) ზღვ. ბორტი (გემისა, ნავისა);
2. მხარე; ნაწილი, ნახევარი; the other side of the room ოთახის მეორე ნახევარი; the left [the right] side of the road გზის მარცხენა [მარჯვენა] მხარე; the sunny side of the road გზის მზიანი მხარე; he crossed to the other side of the room იგი ოთახის მეორე მხარეს გაემართა;
3. ნაპირი (მდინარისა, ტბისა); by the side of a river მდინარის ნაპირას; the other side of the river მდინარის მეორე ნაპირი;
4. ფერდი, ფერდობი, კალთა; the side of the hill მთის ფერდი;
5. რისამე კიდე, პირი; to sit on the side of the bed საწოლის კიდეზე ჯდომა; a van was parked at the side of the road ფურგონი გზის პირას იყო გაჩერებული;
6. 1) გვერდი, ფერდი (სხეულისა); he was lying on his side გვერდზე იწვა;
2) გვერდითი ადგილი; he stood at my side ჩემ გვერდით იდგა;
7. რისამე ზედაპირი, ერთ-ერთი მხარე; write on both sides of the paper წერეთ ქაღალდის ორივე გვერდზე; the right side of the cloth ქსოვილის პირის მხარე / სახიანი პირი; the wrong side out უკუღმა, შიდა პირით გარეთ;
8. მათ. 1) წახნაგი (სივრცული ფიგურისა); a cube has six sides კუბს ექვსი წახნაგი აქვს;
2) გვერდი (ბრტყელი ფიგურისა); sides of a square კვადრატის გვერდები;
9. 1) მხარე (ომში, დავაში და ა.შ.); we have finally reached an agreement acceptable to all sides საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იყო ყველა მხარისათვის; the winning [the losing] side გამარჯვებული [დამარცხებული] მხარე; whose side is he on? ვის მხარეზეა?
2) სპორტ. გუნდი (როგორც შეჯიბრების ერთ-ერთი მხარე); the French have a very strong side ფრანგებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ; no side მატჩის დასასრული (რაგბი);
10. 1) ასპექტი, მხარე; თვისება; to study all sides of the problem პრობლემის ყოველმხრივ / ყველა ასპექტის შესწავლა; a side of his character not generally known მისი ხასიათის თვისება, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი;
2) დამოკიდებულება, პოზიცია; explain your side of the argument ახსენით თქვენი მოტივაცია; I don't know whose side of the story to believe აღარ ვიცი, ვის მონაყოლს დავუჯერო;
11. ხაზი, შტო (ნათესაობისა); on his mother's side დედის მხრიდან;
12. იშვ., საუბ. სატელევიზიო არხი; which side is the film on? რომელ არხზეა ფილმი?
◇ from side to side აქეთ-იქით; to get on the right side of smb. ვისიმე კეთილგანწყობილების დამსახურება / გულის მოგება; he tried to get on the right side of his new boss იგი ცდილობდა თავისი უფროსის გულის მონადირებას; to get on the wrong side of smb. ვინმეს საკუთარი თავის წინააღმდეგ განწყობა; on / from / all sides, on / from / every side ყველა / ყოველი მხრიდან; on the big, small etc. side საუბ. ოდნავ დიდი, პატარა და ა.შ.; these shoes are a little on the tight side ეს ფეხსაცმელი ოდნავ ვიწროა; on the side ა) დამატებით, კიდევ, ძირითადი სამუშაოს გარდა; ბ) ჩუმად, ფარულად; არალეგალურად; side by side გვერდიგვერდ, მხარდამხარ; to take sides ვისიმე მხარის დაჭერა, ვინმეს მიმხრობა (ჩხუბის, კამათის და ა.შ. დროს).