(showed |-d);
shown,
იშვ. showed)
1. ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), ასახვა; market research shows that ... საბაზრო კვლევა უჩვენებს, რომ ...; this graph shows how prices have gone up in the last few years ეს გრაფა ასახავს, თუ რამდენად გაიზარდა ფასები ამ ბოლო წლების მანძილზე;
2. 1) ვინმესთვის რისამე ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს) / დანახვება; show me your photos შენი ფოტოები მაჩვენე; have you shown your work to anyone? თქვენი ნამუშევარი ვინმესთვის ხომ არ გიჩვენებიათ? they're showing his latest film at our local cinema მის ბოლო ფილმს უჩვენებენ ჩვენს ადგილობრივ კინოდარბაზში;
2) წარდგენა (წარადგენს), წარმოდგენა (საბუთისა); you have to show your ticket as you go in თქვენ შესვლისთანავე უნდა წარადგინოთ თქვენი ბილეთი; show your passport to the customs officer თქვენი პასპორტი წარუდგინეთ საბაჟო მოხელეს;
3) ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), ახსნა, სწავლება; she showed me how to use the new computer system მასწავლა / მაჩვენა, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ახალი კომპიუტერული სისტემით;
3. მეგზურობის გაწევა / გაძღოლა; გზის ჩვენება; I'll come with you and show you the way გამოგყვებით და გზას გიჩვენებთ; a guide showed us round the museum გიდმა მეგზურობა გაგვიწია მუზეუმში;
4. გამოჩენა (
˂გამო
˃აჩენს;
˂გამო
˃ჩნდება), გამოვლენა, გამომჟღავნება; to show great courage დიდი მამაცობის გამოვლენა; he hasn't shown any interest so far ჯერჯერობით არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია; to show oneself (to be) good, bad,
etc საკუთარი თავის კარგი, ცუდი
და ა.შ. მხრიდან გამოვლენა; fear showed in his eyes მის თვალებში შიში გამოკრთა; she tried not to let her disappointment show იგი თავისი ი
მედგაცრუების დამალვას შეეცადა;
5. ვინმესადმი რისამე გამოჩენა (˂გამო˃იჩენს); ვისიმე მიმართ ამა თუ იმგვარად მოქცევა / მოპყრობა; they showed no respect for their parents მშობლებს უპატივცემულოდ ეკიდებოდნენ; to show kindness to smb. ვინმეს მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენა;
6. ʘ ჩანს, შესამჩნევია; the stain shows ლაქა ემჩნევა / ეტყობა; the building shows from a distance შენობა შორი მანძილიდან ჩანს;
7. საუბ. დამტკიცება (˂და˃ამტკიცებს, ˂და˃უმტკიცებს) რომ რისამე გაკეთების უნარი შესწევს; we'll show them! ვუჩვენებთ მაგათ სეირს! he has shown himself to be a caring father მზრუნველი მამა აღმოჩნდა;
▭ to show off საუბ. რაიმეთი თავის მოწონება (˂მო˃იწონებს) / ტრაბახი; ʘ თავი მოაქვს;
to show up საუბ. სადმე გამოცხადება (˂გამო˃ცხადდება) / გამოჩენა / მისვლა; I thought you'd never show up მეგონა აღარ მოხვიდოდი;
to show smth. up რისამე გამოვლენა (˂გამო˃ავლენს) / გამომჟღავნება / გამოჩენა;
to show smb. up საუბ. ვისიმე უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება (˂ჩა˃აგდებს).