ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

should verb
[ʃʊd (სრული ფორმა): ʃəd, ʃd, ʃt (რედუცირებული ფორმები)]
ბეჭდვა
I

1. shall-ის past;

2. გამოხატავს 1) ვალდებულებას, მართებულობას რეკომენდაციის, რჩევის ფორმით: you should read his new book მისი ახალი წიგნი ნამდვილად უნდა წაიკითხოთ; we should go now უნდა წავიდეთ; ჩვენი წასვლის დროა; he said that I should see a doctor მითხრა, რომ ექიმს უნდა მივმართო; you shouldn't drink and drive ნასვამმა მანქანა არ უნდა მართოთ; you should be ashamed of yourselves უნდა გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის გამო; children shouldn't be allowed to play in the street ბავშვებს ქუჩაში თამაშის უფლება არ უნდა მისცეთ; this computer isn't working as it should ეს კომპიუტერი ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს;

2) პერფექტულ ინფინიტივთან ერთად – შეუსრულებელ რეკომენდაციას, რჩევას და მისთ.: he should have been more careful იგი უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო; he should have gone to the doctor ექიმთან უნდა მისულიყო; they should have called the police პოლიცია უნდა გამოეძახებინათ;

3. გამოხატავს 1) ვარაუდს: it should be a nice day tomorrow ალბათ / ვფიქრობ, ხვალ კარგი ამინდი იქნება; the roads should be less crowded today ვფიქრობ, დღეს გზები ნაკლებად გადატვირთული უნდა იყოს; I should have finished the book by Friday წიგნი ალბათ პარასკევისთვის მექნება დამთავრებული; try phoning Robert – he should be home by now სცადე რობერტს დაურეკო – ახლა ალბათ სახლშია / წესით სახლში უნდა იყოს;

2) ნავარაუდებ ან მოსალოდნელ მოვლენას, რომელიც არ მომხდარა: it should be snowing now, according to the weather forecast ამინდის პროგნოზის მიხედვით, ახლა თოვლი უნდა მოდიოდეს; the bus should have arrived ten minutes ago ავტობუსი ათი წუთის წინ უნდა მოსულიყო; it was an easy test and he should have passed, but he didn't ადვილი ტესტი / გამოცდა იყო და წესით უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ვერ ჩააბარა;

shot-putter shoulda

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0100