1. მოგვარება (˂მო˃აგვარებს), მოწესრიგება, გადაწყვეტა, გადაჭრა (დავისა, უთანხმოებისა); to settle a dispute [a matter] დავის [საკითხის] მოგვარება / გადაჭრა; to settle one's difference (with smb.) (ვინმესთან) უთანხმოების აღმოფხვრა; to settle out of court დავის მოწესრიგება სასამართლო გარჩევის გარეშე;
2. გადაწყვეტა (˂გადა˃წყვეტს), გადაწყვეტილების მიღება; it's all settled, everything's settled ყველაფერი გადაწყვეტილია; that settles the problem ეს წყვეტს პრობლემას; that settles it ახლა ყველაფერი გასაგებია; ეს ყველაფერს წყვეტს;
3. 1) დასახლება (˂და˃სახლდება); to settle in London ლონდონში დასახლება;
2) დასახლება (˂და˃სახლდება), ჩასახლება; კოლონიზება;
4. 1) მყუდროდ მოწყობა (
˂მო
˃ეწყობა) / მოკალათება, მოხერხებულად დაჯდომა (
აგრ. to settle back); I settled in front of the television ტელევიზორის წინ მყუდროდ მოვკალათდი; she settled back in her seat სკამზე მოხერხებულად დაჯდა; she has settled herself in a corner იგი კუთხეში მოეწყო;
2) ვისიმე (სადმე) მყუდროდ მოწყობა (მოაწყობს) / მოხერხებულად დასმა;
5. 1) დაწყნარება (˂და˃წყნარდება), დამშვიდება; the baby wouldn't settle ბავშვი არ წყნარდებოდა;
2) დაწყნარება (˂და˃აწყნარებს), დამშვიდება; I took a pill to help settle my nerves ერთი აბი მივიღე დასამშვიდებლად;
6. დაბლა დაშვება (˂და˃ეშვება) / დადება; the dust settled on everything ყველაფერს მტვერი დაედო; do you think the snow will settle? როგორ ფიქრობ, თოვლი დადებს? a flock of birds settled on the roof ფრინველების გუნდი სახურავზე დაეშვა;
7. ვალის და ა.შ. გადახდა (˂გადა˃იხდის) / დაფარვა; ანგარიშის გასწორება; to settle a bill ანგარიშის გასწორება; to settle a debt ვალის გადახდა / გასტუმრება; shall I settle for everybody? ყველას მაგივრად გადავიხადო?
▭ to settle down 1) მოწყობა (˂მო˃ეწყობა), მოკალათება, მოხერხებულად დაჯდომა ან დაწოლა;
2) მოწყობა (˂მო˃ეწყობა), დამკვიდრება; ახალ პირობებს შეჩვევა / შეგუება; how long did it take you to settle down in this country? რამდენი ხანი დაგჭირდათ ამ ქვეყანაში დასამკვიდრებლად?
3) დადინჯება (˂და˃დინჯდება), დაჭკვიანება, ჭკუაში ჩავარდნა; marriage has made him settled down ცოლის შერთვის შემდეგ იგი დადინჯდა / ჭკუაში ჩავარდა;
4) დაწყნარება (˂და˃წყნარდება), დამშვიდება; settle down! it's time to start the lesson დაწყნარდით! გაკვეთილის დაწყების დროა; to settle smb. down ვისიმე დაწყნარება (˂და˃აწყნარებს) / დამშვიდება; to settle (down) to smth. რაიმესათვის ხელის მოკიდება (˂მო˃ჰკიდებს), რისამე დაწყება / შედგომა; რაიმეზე კონცენტრირება; before you settle down to your work, could I ask you something? სანამ სამუშაოს შეუდგებოდეთ, შეიძლება რაღაც გკითხოთ? he found it hard to settle to his work უჭირდა სამუშაოზე კონცენტრირება, სამუშაოს ვერ ჩაუჯდა; to settle for smth. რაიმეზე დათანხმება (˂და˃თანხმდება) / დაყაბულება, რაიმეთი დაკმაყოფილება / დაჯერება; I couldn't afford the house I really wanted, so I had to settle for second best ფინანსების უქონლობის გამო ვერ შევძელი იმ სახლის ყიდვა, რომელიც მართლა მომეწონა, ამიტომაც მომიხდა მეორე სახლით დაკმაყოფილება; to settle in(to) smth. ახალ ბინაში და ა.შ. გადასვლა (გადავა); ახალ ადგილას მოწყობა; how are the kids settling into their new school? როგორ შეეგუენ ბავშვები ახალ სკოლას? are you settling in OK? კარგად მოეწყვე? to settle on smth. რაიმეზე შეჩერება (˂შე˃ჩერდება), ამა თუ იმ არჩევნის გაკეთება / გადაწყვეტილების მიღება; what have you settled on? რა გადაწყვიტეთ? have you settled on a name for the baby yet? ბავშვის სახელი თუ შეარჩიეთ უკვე? to settle smth. on smb. იურ. ვინმესთვის ანდერძით რისამე დატოვება (˂და˃უტოვებს); he settled his property on his wife ქმარმა თავისი ქონება ცოლს უანდერძა; to settle up (with smb.) (ვინმესთან) ანგარიშის გასწორება (˂გა˃ასწორებს), (ვინმესთვის) ვალის გადახდა / გასტუმრება.