1. 1) ნაწილი (რაიმე მთლიანისა); მონაკვეთი; section of a road [of a racetrack] გზის [სარბოლი ტრასის] მონაკვეთი; the last section of the trip [of the race] მგზავრობის [რბოლის] ბოლო მონაკვეთი / ეტაპი; section of a railroad რკინიგზის / სარკინიგზო უბანი; triangular section of cloth ქსოვილის სამკუთხა ნაჭერი; to cut into sections ნაწილებად დაჭრა;
2) ნაყოფის წილაკი, სეგმენტი (განსაკ. ციტრუსოვანთა);
3) სექცია, შემადგენელი ნაწილი / დეტალი (ასაწყობ-დასაშლელი კონსტრუქციისა, მექანიზმის და ა.შ.); homes built in sections ასაწყობ-დასაშლელი სახლები;
2. 1) განყოფილება, სექცია; ბლოკი; ნაკვეთური (შენობისა, სატრანსპორტო საშუალებისა და ა.შ.); the library has a large biology section ბიბლიოთეკას დიდი ბიოლოგიური განყოფილება აქვს; he's the director of the finance section საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელია; toys section სათამაშოების სექცია (სუპერმარკეტში და მისთ.); the tail section of the plane თვითმფრინავის კუდის სექცია / ნაკვეთური; a non-smoking section of a restaurant არამწეველთა დარბაზი რესტორანში;
2) განყოფილება, რუბრიკა (გაზეთში, ჟურნალში); the business section of a newspaper ბიზნესის სიახლეების განყოფილება გაზეთში; the sports section რუბრიკა "სპორტი";
3) სამხ. შტაბის განყოფილება;
3. 1) პარაგრაფი (წიგნისა, შეთანხმებისა); აგრ. იურ. მუხლი (კანონისა, დადგენილებისა და ა.შ.);
2) პარაგრაფი, პარაგრაფის ნიშანი ( § );
4. ამერ. უბანი, რაიონი (
ქალაქისა, ქვეყნისა);
5. ამერ. კუპე (საწოლი ვაგონისა);
6. 1) განცალკევებული / დამოუკიდებელი გუნდი, ჯგუფი (ადამიანების უფრო მსხვილი ჯგუფისა); ფენა (საზოგადოებისა და ა.შ.); the string section of an orchestra ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა / სიმებიან საკრავებზე დამკვრელთა ჯგუფი; all sections of society საზოგადოების ყველა ფენა;
2) სამხ. სექცია (ათეულზე დიდი და ოცეულზე მცირე ტაქტიკური ქვედანაყოფი);
7. სპეც. კვეთი, ჭრილი; პროფილი; horizontal [vertical, radial] section ჰორიზონტალური [ვერტიკალური, რადიალური] ჭრილი; golden section ოქროს კვეთი; a piston shown in section ჭრილში ნაჩვენები დგუში, დგუშის ნახაზი ჭრილში;
8. ამერ. მიწის ფართობის საზომი ერთეული (= 640 აკრს / 2,59 კმ² );
9. 1) მედ. გაკვეთა, გაჭრა; the section of muscles კუნთების გაკვეთა;
2) მედ., ბიოლ. მიკროსკოპული ანათალი (ქსოვილისა და მისთ.); to examine a section from the kidney თირკმლის ანათალისთვის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.