1. 1) სოუსი, საწებელი; tomato [cranberry] პომიდვრის [მოცვის] საწებელი; chili sauce უპირატ. ამერ. ტომატის ცხარე საკაზმი; mint-sauce პიტნის საწებელი (შემწვარი ცხვრის ხორცისათვის); this sauce is too hot ეს საწებელი ძალიან ცხარეა / წიწაკიანია;
2) გადატ. რაც პიკანტურობას / სიმძაფრეს / ინტერესს მატებს რაიმეს;
2. საუბ. თავხედობა, კადნიერება, უტიფრობა; what a sauce, telling me this რა თავხედობაა ჩემთვის ამის თქმა;
◇ a good appetite is the best sauce კარგი მადა საუკეთესო საწებელიაო; ≅ როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია.