ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

rub II verb
[rʌb]
ბეჭდვა

1. 1) სრესა (ისრესს), ზელა; წმენდა; გამშრალება; he had hurt his leg and was rubbing it ის ნატკენ ფეხს ისრესდა / იზელდა; he rubbed her hands together to warm them ხელებს ისრესდა, რათა გაეთბო [შდრ. აგრ. ]; she yawned and rubbed her eyes ქალმა დაამთქნარა და თვალები მოიფშვნიტა; he rubbed himself dry with a towel ტანი პირსახოცით შეიმშრალა; she rubbed her chin thoughtfully ნიკაპი ფიქრიანად მოისრისა; rub the stain with a damp cloth ლაქა ნამიანი ჩვრით გაწმინდეთ;

2) რაიმე გახახუნება (˂გა˃ეხახუნება), ხახუნი; the cat rubbed itself against my leg კატა ფეხზე გამეხახუნა; we tried to make a fire by rubbing two pieces of wood together ხის ორი ნაჭრის ერთმანეთთან ხახუნით ცეცხლის დანთებას ვცდილობდით;

2. შეზელა (˂შე˃იზელს); რისამე წასმა; she rubbed the lotion into her skin ლოსიონი კანში შეიზილა; rub the butter into the flour კარაქი ფქვილში შეზილეთ;

3. (on, against) გადაყვლეფა (˂გადა˃იყვლეფს; ˂გადა˃ეყვლიფება), გადატყავება, აძრობა (კანისა); these new shoes are rubbing against my heels ეს ახალი ფეხსაცმელი ქუსლებს მიხეხავს; the horse's neck was rubbed raw ცხენს კისერი გადატყავებული / გადაყვლეფილი ჰქონდა;

to rub (it / smth. /) in (ერთსა და იმავე არასასიამოვნო რამეზე) დაუსრულებლად ლაპარაკი (ლაპარაკობს), ვინმესთვის (უხერხული / საჩოთირო რამის) გამუდმებით შეხსენება; I know I should have been more careful, but there's no need to keep rubbing it in ვიცი უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ არის საჭირო ამის გამუდმებით შეხსენება;

to rub off 1) (აგრ. to rub smth. off smth.) (რისამე რაიმედან) ჩამოწმენდა (˂ჩამო˃მენდს) / გადაწმენდა / მოცილება; he rubbed the mud off his face მან სახიდან ტალახი მოიწმინდა; some of the gold paint had begun to rub off ოქროსფერი საღებავის ნაწილი გადაცლილი / ამძვრალი იყო;

2) (აგრ. to rub off on / onto / smb.) ემოციის / თვისების / ჩვევის (ერთი ადამიანიდან მეორეზე) გადადება (გადადებს) / გადაცემა; her confidence rubbed off on the others მისი თავდაჯერებულობა სხვებსაც გადაედო;

to rub out 1) (აგრ. to rub smth. out) (რისამე) წაშლა (˂წა˃შლის), ამოშლა (საშლელით და ა.შ.); to rub out a mistake დაშვებული შეცდომის წაშლა;

2) (აგრ. to rub smb. out) მერ. სლ. (ვისიმე) მოკვლა (˂მო˃კლავს);

to rub salt into the wound / into smb.'s wounds / ვინმესთვის შექმნილი რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება; "ცეცხლზე ნავთის დასხმა"; to rub shoulders / მერ. აგრ. elbows / with smb. ვინმესთან ერთ წრეში ტრიალი; ერთად / გვერდიგვერდ ყოფნა; to rub (one's) hands ხელების ფშვნეტა (რაიმე სასურველის მოლოდინში, თვითკმაყოფილების გამოხატვისას და ა.შ.) [შდრ. აგრ. 1 1)].

rub I rub-a-dub

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0414