1. 1) რიგი, მწკრივი, წყება (საგნებისა); a row of trees ხეების მწკრივი / რიგი; the vegetables were planted in neat rows ბოსტნეული კოხტა რიგებად იყო დარგული;
2) მწკრივი, რიგი, მწყობრი (ადამიანებისა); to stand in a row რიგში დგომა (მაღაზიაში, სალაროსთან და მისთ.);
2. დასაჯდომი ადგილების რიგი (თეატრში, კინოში და ა.შ.); back row უკანა რიგი; front row წინა რიგი;
◇ in a row ა) ზედიზედ, მიყოლებით; this is her third win in a row ეს მისი ზედიზედ მესამე გამარჯვებაა; ბ) უწყვეტად, განუწყვეტლივ; it rained solidly for four days in a row ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა.