1. გარშემო, ირგვლივ; ყოველი მხრიდან; we sat round the table მაგიდის ირგვლივ ვისხედით; she had a scarf round her neck ყელზე შარფი ჰქონდა შემოხვეული;
2. მიუთითებს წრეზე, სპირალურად ან წრიულად მოძრაობას / ბრუნვას: the Moon goes round the Earth მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს; to run round წრეზე სირბილი; the wheels went round ბორბლები ბრუნავდნენ / ტრიალებდნენ;
3. მიუთითებს უკან მოტრიალებას / შეტრიალებას / მობრუნებას: he turned the car round and drove back again მანქანა შემოაბრუნა და უკან წავიდა; she looked round at the sound of his voice მისი ხმის გაგონებაზე შემობრუნდა;
4. მიუთითებს რისამე გადაადგილებას ან ჩამორიგებას, დარიგებას, ერთი მეორისათვის გადაცემას / გავრცელებას ჯგუფის წევრებს შორის და ა.შ.: he went round the room asking people individually მან ოთახში ყველას სათითაოდ ჩამოუარა და გამოჰკითხა; could you pass these forms round, please? შეგიძლიათ, ეს ბლანკები ჩამოარიგოთ, გეთაყვა?
5. მიუთითებს სადმე ან ვინმესთან (უპირატ. სახლში) მისვლას: I'll be round in an hour ერთ საათში შემოგივლი;
6. სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ადგილებში; he showed me round the flat ბინა დამათვალიერებინა;
7. 1) გარშემოწერილობაში; the town walls are 3000 yards round ქალაქის კედლების გარშემოწერილობა 3000 იარდია; her waist measures thirty inches round მისი წელის გარშემოწერილობა ოცდაათი დუიმია;
2) რადიუსში; for a mile round ერთი მილის რადიუსში;
8. 1) კვლავ, ისევ; winter [autumn] came round კვლავ ზამთარი [შემოდგომა] დადგა;
2) გარკვეული პერიოდის მანძილზე, განმავლობაში; he worked the whole year round მთელი წელი იმუშავა; all the year round მთელი წლის განმავლობაში;
◇ round about (smth.) ა) (რისამე) მახლობლად / ახლომახლო; they worked in the villages round about ისინი იქვე ახლომახლო სოფლებში მუშაობდნენ; ბ) დაახლოებით, მიახლოებით; we'll be there round about 10 o'clock იქ დაახლოებით ათ საათზე ვიქნებით; the other way round ა) საწინააღმდეგო / საპირისპირო მიმართულებით, რიგითობით; I think it should go on the other way round ვფიქრობ, ამას საპირისპირო მდებარეობა უნდა მიეცეს; ბ) პირიქით, სულ პირიქით; I didn't leave you. It was the other way round მე არ მიმიტოვებიხარ, პირიქით იყო.