1. უსწორმასწორო, ხორკლიანი, უხეში / არაგლუვი ზედაპირის მქონე; rough road ოღროჩოღრო გზა; rough edges უსწორმასწორო კიდეები [იხ. აგრ. ◇]; rough surface უსწორმასწორო ზედაპირი; rough skin ხორკლიანი / ხეშეში კანი; rough cloth უხეში / მქისე ქსოვილი; rough hands უხეში / დაკოჟრებული ხელები;
2. 1) ძნელად გასასვლელი (ითქმის ადგილის შესახებ); rough ground / terrain / დასერილი ადგილი;
2) მკაცრი, ცივი და ქარიშხლიანი (ითქმის ჰავის შესახებ); a rough winter მკაცრი / სუსხიანი ზამთარი;
3) ბობოქარი, აბობოქრებული (ითქმის ზღვის შესახებ);
4) მძაფრი (ითქმის ქარის შესახებ);
3. უხეში, სასტიკი; rough handling უხეში მოპყრობა; rough stuff უხეშობა; rugby is a very rough sport რაგბი მეტად უხეში / ძალისმიერი სპორტია;
4. მიახლოებითი, დაახლოებითი; არაზუსტი; a rough calculation / estimate / of the cost მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა; I've got a rough idea of where I want to go დაახლოებით ვიცი სად მინდა წასვლა; a rough draft ესკიზი, მონახაზი; rough translation გაუშალაშინებელი / გაუმართავი თარგმანი;
5. საუბ. ʘ ცუდად გამოიყურება, თავს ცუდად გრძნობს; he feels a bit rough after last night გუშინდელი ღამის შემდეგ თავს ცუდად გრძნობს;
6. არაუსაფრთხო, საშიში (ითქმის უბნის და ა.შ. შესახებ); the roughest neighbourhood in the city ქალაქის ყველაზე კრიმინალური უბანი; a rough bar ბარი, სადაც ხშირად იმართება ჩხუბი / აყალმაყალი;
7. უხეში, უზრდელი; გაუთლელი, დახვეწილობა რომ აკლია; rough answer [manners] უხეში პასუხი [მანერები];
8. უბრალო; კომფორტს მოკლებული, კეთილმოუწყობელი; a rough wooden table ხის უბრალო მაგიდა; he leads a rough life away from civilization ცივილიზაციას მოწყვეტილი მკაცრ პირობებში ცხოვრობს;
9. საუბ. მძიმე, რთული; rough luck მძიმე ხვედრი, მწარე ბედი; a rough day [week] მძიმე დღე [კვირა]; a rough time მძიმე პერიოდი; to give smb. a rough time ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to go through a rough patch რთული პერიოდის ქონა;
10. მკვეთრი, მჭახე, არასასიამოვნო (ითქმის ხმის / ბგერის შესახებ); rough voice [laugh] მჭახე ხმა [სიცილი]; a rough engine ხმაურით მომუშავე ძრავა;
11. მჟავე, მწკლარტე (ითქმის ღვინის ან სხვა ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ);
12. დაუმუშავებელი; rough rice ნედლი / კილგაუცლელი ბრინჯი; rough gemstones დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები;
13. ფიზიკურ (და არა გონებრივ) შრომას რომ მოითხოვს; rough labor მძიმე ფიზიკური შრომა;
14. აბურძგნილი, აჩეჩილი (ითქმის თმის შესახებ);
◇ to be rough on smb. ვინმეს უხეშად მოპყრობა / უხეშად გაკრიტიკება; don't you think you were a little rough on her? არ ფიქრობთ, რომ მას უხეშად მოეპყარით? to have a rough night ღამის თეთრად გათენება; rough deal დაუმსახურებლად მკაცრი / უსამართლო მოპყრობა; rough edges მცირე ნაკლოვანებები / ხარვეზები (შესრულებაში ან ხასიათში) [იხ. აგრ. 1]; the house is very rough around the edges სახლს ბევრი ნაკლოვანი მხარე აქვს; the rough edge of smb.'s tongue დატუქსვა, გაჯავრება, გაწყრომა; rough passage ა) გემით მგზავრობა ღელვისას; ბ) რთული პერიოდი; მწარე გამოცდილება.