1. 1) სახურავი; a tiled roof კრამიტის სახურავი; a leaking roof მჟონავი სახურავი; სახურავი, რომელიც ჟონავს / წყალს ატარებს; the library and the sports hall are under one roof ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი ერთსა და იმავე შენობაშია განთავსებული;
2) გადატ. ჭერი, სახლი; under one's roof საკუთარ ჭერქვეშ / სახლში; under the same roof ერთ ჭერქვეშ;
2. თაღი; სახურავის ან თაღის მსგავსი რამ; the roof of the room ოთახის ჭერი; the roof of the heaven ცის თაღი, ცის კამარა; the roof of the mouth ანატ. სასა;
3. მაქსიმუმი, ზედა ზღვარი (ფასებისა, ხელფასებისა);
4. სამთ. გვირაბის ჭერი;
◇ to have a roof over your head ʘ საკუთარი ჭერი / სახლი აქვს; to go through the roof ა) სწრაფად აწევა, მომატება (ფასებისა); ბ) (აგრ. to hit the roof) საუბ. საშინლად გაბრაზება, გაცოფება; to raise the roof ა) დიდი ხმაურის / შფოთის ატეხა; ბ) ოვაციის მოწყობა, ოვაციით დახვედრა / შეხვედრა; the roof of the world ჰიმალაი.