1. კლდე, ფრიალო; the Rock of Gibraltar, ხშ. ელიპს. the Rock გიბრალტარის კლდე; jagged rocks დაკბილული კლდეები; the steamer was wrecked on a rock გემი კლდეს შეეჯახა და დაიმსხვრა; the boat crashed into a rock and sank ნავი კლდეს მიენარცხა და ჩაიძირა; (as) solid / steady / as a rock სალი კლდესავით მტკიცე / გამძლე [იხ. აგრ. ◇];
2. ლოდი; rocks had rolled down the hillside and blocked the road გორაკის ფერდობზე ლოდები ჩამოგორებულიყო და გზა ჩაეხერგა;
3. ამერ. ქვა; protesters pelted the soldiers with rocks საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს;
4. გეოლ. ქანი; sedimentary [metamorphic, volcanic] rock დანალექი [
მეტამორფული, ვულკანური] ქანი; oil-bearing [bituminous, clay] rocks ნავთობიანი [ბიტუმოვანი, თიხოვანი] ქანები;
5. ერთგვარი შაქარყინული;
6. ჩვეულ. pl ამერ. საუბ. 1) ძვირფასი ქვა, პატიოსანი თვალი, განსაკ. ბრილიანტი;
2) ფული;
7. ამერ. სლ. = crack I 7;
8. სალი კლდე, დასაყრდენი; and I tell you that you are Peter, and on this rock I will build my church ბიბლ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას; he is my rock ის კლდესავით მიდგას გვერდში; ის დიდი დასაყრდენია ჩემთვის;
9. ჩვეულ. pl მარცხის / უბედურების მიზეზი; heading for the rocks წარუმატებლობა / კრახი რომ ელის;
10. pl სლ. ვულგ. სათესლე ჯირკვლები;
◇ on the rocks ა) პრობლემების მქონე, წარუმატებლობა / კრახი რომ ელის (ითქმის ბიზნესის, ქორწინების და ა.შ. შესახებ); her marriage is on the rocks მის ქორწინებას კრახი ემუქრება; ბ) ყინულიანი (ითქმის სასმლის შესახებ); Scotch on the rocks შოტლანდიური ვისკი ყინულით; (as) steady as a rock კლდესავით საიმედო [იხ. აგრ. 1]; between a rock and a hard place რთული არჩევანის წინაშე, ორ ცეცხლს შუა; ≅ სკილასა და ქარიბდას შორის, გამოუვალ მდგომარეობაში; to get one's rocks off ა) სლ. ვულგ. ორგაზმის განცდა; ბ) რითიმე გართობა; რაიმესგან სიამოვნების მიღება.