1. სწორი; შეუცდომელი; ზუსტი; the right answer სწორი პასუხი; could you tell me the right time? ხომ ვერ მეტყოდით რომელი საათია? to follow the right road სწორი მიმართულებით სვლა;
2. შესაფერისი, შესატყვისი; I'm not sure she's the right person for the job დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ამ სამუშაოსათვის შესაფერის კანდიდატურას წარმოადგენს; to be in the right place at the right time საჭირო / შესაფერის დროს საჭირო / შესაფერის ადგილას აღმოჩენა [შდრ. აგრ. 6];
3. მართალი; სამართლიანი; მართებული; you were right to refuse მართალი იყავით, ამაზე უარი რომ თქვით; I believe (that) you are right ვფიქრობ, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით; to do the right thing by smb. ʘ ვინმეს სამართლიანად მოექცა; at the time, it was tactically the right thing to do იმ დროისათვის, ამის გაკეთება ტაქტიკურად გამართლებული იყო; to be half right ʘ ნახევრად მართალია;
4. 1) ჯანმრთელი, ჯანსაღი; he doesn't feel right ის თავს კარგად ვერ გრძნობს;
2) კარგ / მუშა მდგომარეობაში მყოფი, გამართული; something isn't quite right with the brakes on your bike შენს ველოსიპედის მუხრუჭებს რაღაც სჭირს;
3) ნორმალური, ჩვეულებრივი; ჯანსაღი (ითქმის ურთიერთობის და ა.შ. შესახებ); things are not right between her parents მის მშობლებს შორის რაღაც ხდება / არ არის ნორმალური ურთიერთობა; I don't know what it is, but something's just not right არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რაღაც რიგზე არ არის / რაღაცაშია საქმე; to put matters right საქმის / მდგომარეობის / ვითარების გამოსწორება;
5. (ხშ. with) მოსახერხებელი, შესაფერისი; if it is all right with you თუ ეს თქვენთვის მოსახერხებელია; is it all right for me to come this evening? თქვენთვის მოსახერხებელია ამ საღამოს რომ გესტუმროთ? ხომ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო ამ საღამოს რომ გესტუმროთ?
6. ხშ. ირონ. გამოსული / საზოგადოებაში მიღებული; გავლენიანი; ფეშენებელური; he knows all the right people ყველა საჭირო ადამიანს იცნობს; to be seen at all the right places ʘ ყველა პრესტიჟული ადგილი აჩვენეს / მოატარეს [შდრ. აგრ. 2];
7. საუბ. სრული, აბსოლუტური; he's a right idiot ის სრული იდიოტია;
8. მათ. სწორი, მართი; a right line სწორი ხაზი, წრფე; right angles მართი კუთხეები;
9. წაღმა (ითქმის ქსოვილის პირის შესახებ); to iron the right side წაღმა პირით დაუთოება;
◇ Miss Right იდეალური საბედო; ქალი, რომელიც იდეალური ცოლი იქნება ვინმესთვის; Mr. Right იდეალური საბედო; კაცი, რომელიც იდეალური ქმარი იქნება ვინმესთვის; (as) right as rain საუბ. ა) სრულიად ჯანმრთელი; ბ) კარგ მდგომარეობაში / წესრიგში მყოფი; to get smth. right რისამე სწორად გაგება; ʘ ნათელი გახდა; to get it right სწორად გაგება; that's right სწორია, მართალია; right you are! ა) მართალია! სწორია! ბ) კარგი! კეთილი! in (one's) right mind საღ ჭკუაზე მყოფი; საღად მოაზროვნე; not right in the head ა) საღად რომ ვერ აზროვნებს; ბ) საუბ. არანორმალური, შეშლილი; the right stuff ყველა საჭირო თვისება (ამა თუ იმ დავალების / სამუშაოს შესასრულებლად); a right one საუბ. სულელი, იდიოტი; to put smb. right ა) გამოჯანმრთელება, გამოკეთება; ბ) ვინმესთვის შეცდომის შეგნებინება; ვისიმე დაკვალიანება / სწორ გზაზე დაყენება; she's / she'll be / right ავსტრალ., ახ.-ზელანდ. საუბ. ყველაფერი კარგადაა / რიგზეა; ყველაფერი კარგად / რიგზე იქნება; too right საუბ. რა თქმა უნდა, აბა რა.