1. ამა თუ იმ ადგილას დაბრუნება (˂და˃ბრუნდება); to return to one's home მშობლიურ სახლში დაბრუნება; are you planning to return to Spain? ესპანეთში დაბრუნებას გეგმავთ? the patrol has returned პატრული დაბრუნდა; all planes returned safely to the base ყველა თვითმფრინავი უვნებლად დაბრუნდა ბაზაზე;
2. რისამე დაბრუნება (˂და˃აბრუნებს, ˂და˃უბრუნებს); he returned the books მან წიგნები დააბრუნა; don't forget to return my pen! კალმის დაბრუნება არ დაგავიწყდეს! the land was returned to its original owner მიწა თავდაპირველ მფლობელს დაუბრუნდა;
3. დაბრუნება (˂და˃უბრუნდება) უწინდელ საქმიანობას, ადრინდელ / ძველ მდგომარეობას და ა.შ.; the children return to school next week მოსწავლეები სკოლაში შემდეგ კვირას ბრუნდებიან;
4. განმეორება (
˂გან
˃მეორდება)
ამა თუ იმ მოვლენისა და ა.შ.; the following day the pain returned მეორე დღეს ტკივილი განმეორდა;
5. ʘ იმავეთი უპასუხებს (ამა თუ იმ მოქმედებაზე); to return the compliment ʘ ქათინაურზე ქათინაურითვე უპასუხა; I returned his smile მის ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე; I phoned him twice and left massages, but he never returned my call ორჯერ დავურეკე, შეტყობინებები დავუტოვე, მაგრამ არც ერთხელ არ მიპასუხა / არ დამირეკა; to return good for evil ბოროტების სიკეთით გადახდა; to return fire სამხ. საპასუხო ცეცხლის წარმოება; ცეცხლზე ცეცხლით / ცეცხლის გახსნით პასუხი;
6. პასუხად მიგება (მიუგებს) / თქმა; შეპასუხება; "I can't," she returned pettishly "არ შემიძლია", მიუგო მან გაღიზიანებით; to return an answer პასუხის გაცემა;
7. მოხსენება (˂მო˃ახსენებს), ოფიციალურად განცხადება; ანგარიშის წარდგენა; to return one's income შემოსავლის განცხადება (ბეგარის განსაზღვრის მიზნით); to be returned (as) unfit for duty სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნობა; to return guilty იურ. დამნაშავედ ცნობა; to return a verdict იურ. ვერდიქტის / მსჯავრის გამოტანა; to return the result of the poll არჩევნების შედეგების გამოცხადება;
8. არჩევა (აირჩევს) საკანონმდებლო ორგანოში; to be returned to Parliament ʘ პარლამენტში იქნა არჩეული;
9. სპორტ. მოწოდების, დარტყმის მიღება (მიიღებს), მოგერიება (ჩოგბურთი და მისთ.);
10. ფინ. მოგების / შემოსავლის ან ზარალის მოტანა (მოიტანს) ან მიღება / ნახვა;
11. ფიზ. არეკვლა (აირეკლავს) სინათლისა, ბგერისა;
◇ to return thanks ა) მადლობის გადახდა (მისამძიმრებისას); ბ) ლოცვის თქმა (ჭამის წინ ან შემდეგ); გ) სამადლობელი სადღეგრძელოს თქმა.