1. სამხ. 1) უკუქცევა, უკანდახევა (იძულებითი); the retreat was accompanied by huge losses უკანდახევას უზარმაზარი დანაკარგები ახლდა თან; a retreat from reality რეალობისგან გაქცევა; to make a retreat from one's earlier position დათმობებზე წასვლა, უკან დახევა;
2) უკანდახევა, უკან დაწევა (გეგმური მანევრის ფარგლებში); the enemy forces are in retreat მოწინააღმდეგის ძალები უკანდახევის პროცესში არიან / უკან იხევენ; to be in full retreat ʘ მთელ ფრონტზე უკან იხევს;
3) უკანდახევის სიგნალი; to sound / to blow / the / a / retreat უკანდახევის სიგნალის მიცემა;
2. სამხ. საღამოს დაფიონი; დროშის დაშვება (საზეიმო ცერემონია, რომელიც ყაზარმებში სამუშაო დღის დასრულებას აღნიშნავს); beating the retreat საღამოს დაფიონის / დროშის დაშვების სამწყობრო ცერემონია (მარშირებითა და მუსიკით) [შდრ. აგრ. ◇];
3. მყუდრო მოსასვენებელი ადგილი / კუთხე; მყუდრო თავშესაფარი; country retreat მყუდრო ადგილი ქალაქგარეთ;
4. განმარტოება; a retreat from public life საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლა; to go on (a) retreat განმარტოება (
სალოცავად, ფიქრისთვის და ა.შ.);
5. ფინ. ფასიანი ქაღალდების კურსის / ღირებულების საერთო შემცირება;
◇ to beat a (hasty) retreat სწრაფად უკან დახევა; გაქცევა [შდრ. აგრ. 2].