1. წიგნ. შენარჩუნება; კვლავინდებურად ყოლა / ქონა, ფლობა, გამოყენება და ა.შ.; retention of these territories became a sacred national cause ამ ტერიტორიებს შენარჩუნება წმიდათაწმიდა ეროვნულ საქმედ იქცა; the retention of old technology has slowed the company's growth ძველი ტექნოლოგიის შენარჩუნებამ / გამოყენების გაგრძელებამ კომპანიის ზრდა შეაფერხა; the UN will vote on the retention of sanctions against Russia გაერო კენჭისყრას ჩაატარებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების / ძალაში დატოვების საკითხზე; the soil's retention of moisture ნიადაგის მიერ ტენიანობის შენარჩუნება; water retention სპეც. ტენშემკავებლობა; წყალშემკავებლობა (გრუნტისა, ბეტონის ნარევისა და მისთ.);
2. მედ. შეკავება, რეტენცია (ორგანოდან / ორგანიზმიდან შიგთავსის გამოყოფისა); the retention of urine შარდის შეკავება / რეტენცია; eating too much salt can cause fluid retention მეტისმეტად ბევრი მარილის ჭამამ ორგანიზმში სითხის შეკავება შეიძლება გამოიწვიოს;
3. წიგნ. დამახსოვრება, მეხსიერებაში შენარჩუნება; the children's retention of facts ბავშვების მიერ ფაქტების დამახსოვრება / დამახსოვრების უნარი; visual material aids the retention of information ვიზუალური / თვალსაჩინო მასალა ინფორმაციის დამახსოვრებას უწყობს ხელს.