1. რისამე კეთების განგრძობა (განაგრძობს), გაგრძელება, განახლება; to resume negotiations მოლაპარაკებების განახლება; she hopes to resume work მას იმედი აქვს, რომ განაახლებს / კვლავ შეუდგება მუშაობას; she resumed her career after an interval of six years ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ქალი თავის კარიერას დაუბრუნდა; he sipped at the glass of water and then resumed speaking ჭიქიდან წყალი მოსვა და კვლავ განაგრძო საუბარი;
2. კვლავ დაკავება (˂და˃იკავებს) ადგილისა და მისთ.; რისამე უკან დაბრუნება, ხელახლა მოპოვება; he resumed his seat კვლავ თავის ადგილზე დაჯდა; please resume your seats გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები; to resume one's position / post / თანამდებობაზე დაბრუნება; to resume one's courage [good spirits] სულის სიმტკიცის [კარგი განწყობის] დაბრუნება;
3. იშვ. შეჯამება (˂შე˃აჯამებს), რეზიუმეს / დასკვნის გაკეთება, რეზიუმირება.