ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

resolve II verb
[rɪʹzɒlv]
ბეჭდვა

I

წიგნ.

1. 1) გადაწყვეტა (˂გადა˃წყვეტს), გადაჭრა, მოგვარება; to resolve an issue [a dispute, a conflict] საკითხის [დავის, კონფლიქტის] გადაწყვეტა; the crisis was resolved by negotiations კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრა;

2) ეჭვების და მისთ. გაფანტვა (˂გა˃ფანტავს), გაქარწყლება; გაუგებრობის აღმოფხვრა; to resolve all doubts ყოველგვარი ეჭვის გაფანტვა;

2. 1) მტკიცედ გადაწყვეტა (˂გადა˃წყვეტს), განზრახვა; after the divorce she resolved never to marry again განქორწინების შემდეგ, ქალმა მტკიცედ გადაწყვიტა აღარასოდეს გათხოვილიყო; we had resolved on making an early start ჩვენ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი ადრე გავმგზავრებულიყავით / გავდგომოდით გზას;

2) გადაწყვეტილების მიღება (˂მი˃იღებს); კენჭისყრით გადაწყვეტა; დადგენა; the committee resolved to authorize this step კომისიამ მიიღო დადგენილება ნება დაერთო ამ ზომების გატარებისთვის; it was resolved unanimously ერთხმად იქნა მიღებული;

II

1. სპეც. 1) კომპონენტებად, შემადგენელ ნაწილებად დაშლა (˂და˃შლის); გაყოფა, გახლეჩა; to resolve smth. into its elements რისამე შემადგენელ ნაწილებად / ელემენტებად დაშლა;

2) კომპონენტებად, შემადგენელ ნაწილებად დაშლა (˂და˃იშლება); გაყოფა, გახლეჩა; the Roman Empire resolved into its elements რომის იმპერია დაიშალა;

2. (into) 1) დაყოფა (˂და˃ყოფს), დანაწევრება; რაიმემდე დაყვანა; to resolve a complex question into its basic elements რთული საკითხის დაყოფა ძირითად / არსებით ელემენტებად;

2) : to resolve (itself) into smth. რაიმეში გადაზრდა (˂გადა˃იზრდება); the orange light resolved itself into four lanterns ნარინჯისფერი შუქი ოთხ ფარანში გადაიზარდა; the question resolves itself into this საკითხი შემდეგ რამემდე დაიყვანება; his complaint resolves itself into two parts მისი საჩივარი ორი ნაწილისაგან შედგება; she resolved into tears ცრემლები წასკდა;

3. მედ. დაცხრომა (˂და˃ცხრება), ალაგება (ანთებითი მოვლენებისა); გაწოვა (სიმსივნისა და მისთ.);

resolve I resolved

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0536